უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

14 მარტი, 2018 17:31
font-size

ზურაბ პატარაძე ირანის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის დელეგაციას შეხვდა

აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ირანის ისლამური რესპუბლიკის პარლამენტის ირან–საქართველოს მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია მიიღო. შეხვედრაზე საქართველოსა და ირანის ისლამურ რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის გაღრმავებაზე, ასევე, სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე იმსჯელეს. აღინიშნა მნიშვნელოვანი პროგრესი ორმხრივ ურთიერთობებში. გასულ წელს არაერთი მაღალი დონის ოფიციალური ვიზიტი შედგა, მათ შორის, 2017 წლის ნოემბერში, როცა ირანის მაღალი დონის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო „აბრეშუმის გზის“ ფორუმში.

მხრეებმა მიმოიხილეს თანამშრომლობა რეგიონულ დონეზე, განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ტურიზმისა და ეკონომიკის მიმართულებით დადებით დინამიკას. აღინიშნა, რომ 2017 წლის მაჩვენებლებით, ირანი საქართველოს მე-5 უმსხვილესი პარტნიორია ტურიზმის სფეროში, რასაც მნიშვნლოვნად შეუწყო ხელი უვიზო მიმოსვლის შემოღებამ. აქტიურია ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლაც.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სტუმრებს რეგიონში არსებული საინვესტიციო გარემო გააცნო და მიმდინარე მნიშვნელოვანი პროექტების შესახებ მიწოდა ინფორმაცია. ზურაბ პატარაძემ მადლობა გადაუხადა მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს აჰმად ალირეზაბეგს და დელეგაციის წევრებს საქართველოში სტუმრობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება.

დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდნენ ირანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში სეიედ ჯავად ყამავშაჰიდი, ირანის გენერალური კონსული ჰოსეინ მაშჰადი და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის მრჩეველი რუბენ მორგოშია.

დღესვე, დელეგაციის წევრები აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს შეხვდებიან.

ზუგდიდში ძმამ და დაჭრა

19 ივნისი, 2018 , 11:40

ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ 35 წლის და დაჭრა. ქალი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა, ხოლო მამაკაცი იუსტიციის სახლთან დააკავეს. არსებული ი

პანკისში დღეს აქცია გაიმართება

19 ივნისი, 2018 , 11:15

პანკისში დღეს ადგილობრივები სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ ცნობას და სპეცოპერაციაში მონაწილე პირების დასჯას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები 14:00 საათზე, სოფელ დუისის საზოგადოებრივ ც

გორში ორ ქვესადგურს მეხი დაეცა

18 ივნისი, 2018 , 21:11

გორის მუნიციპალიტეტში ათასობით აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. ამის მიზეზი ძლიერი ჭექა-ქუხილი გახდა, რა დროსაც მწყობრივად ორი ქვესადგური გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრც

ფსიქოტროპული წამლები ურეცეპტოდ - ბათუმში აფთიაქის დალუქვას ითხოვენ

18 ივნისი, 2018 , 16:50

კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, ყოფილი პატიმარი მერაბ ღოღობერიძე ბათუმში ერთ-ერთი აფთიაქის დახურვას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი2“ ავრცელებს. ღოღობერიძის განცხადებით, ქალა

ვაზზე სელექციური სამუშაოები განახლდა

18 ივნისი, 2018 , 16:50

სელექციური პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტებმა და შვეიცარიელმა სელექციონერმა, ვალენტინ ბლატნერმა ვაზზე სოკოვანი დაავადებების მიმართ რეზისტენტული ჯიშების გამოვლენის სამუშაოები

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა ოზურგეთში შიმშილობა დაიწყეს

18 ივნისი, 2018 , 15:05

ნაციონალური მოძრაობის დეპუტატებმა ოზურგეთში პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყეს. აქციის მონაწილეები ენმ-ის საკრებულოს დეპუტატის, ბესიკ ქათამაძეზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობაში მონაწილე დეპუტატების დასჯას მოითხოვენ. მა

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე