უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

3 ივნისი, 2017 15:45
font-size

ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების პრეზენტაციების ფარგლებში სხალთისა და ღორჯომის ხეობებს ეწვია

ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში განხორციელებული პროექტების პრეზენტაციების ფარგლებში სხალთისა და ღორჯომის ხეობებს ეწვია, სადაც აჭარის მთავრობის, დეპუტატების და ხულოს მუნიციპალიტეტის წევრებთან ერთად ხულოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ორი ახალი ავტომანქანა, ტოიოტა „ლენდ კრუიზერი LC-78“ გადასცა.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, რეგიონის ხელმძღვანელი სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებს გაესაუბრა და არსებულ სამუშაო პირობებს გაეცნო. ზურაბ პატარაძე ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა, ახალი სასწრაფო დახმარების ავტომანქანები მიულოცა და მაღალმთიან რეგიონში დაწყებული თუ სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტების შესახებ ესაუბრა. მოსახლეობამ მადლობა გადაუხადა მთავრობის თავმჯდომარეს. მათ აღნიშნეს, რომ ახალი სასწრაფო მანქანები მნიშვნელოვანწილად გააუმჯობესებს სამედიცინო მომსახურებას ხეობის სოფლებში.

,,დღეს მხვდა წილად ბედნიერება, რომ ღორჯომისა და სხალთის ხეობების მოსახლეობისთვის დანაპირები შემესრულებინა. მათ ახალი, თანამედროვე, მთისთვის ადაპტირებული სასწრაფო დახმარების მანქანები გადავეცით. 2 მანქანა იქნება განკუთვნილი თითოეული ხეობისთვის. მანქანები ჯამში - 272 ათასი ლარი დაჯდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გავაკეთეთ სწორი არჩევანი, ვინაიდან ჩვენი მთავარი საზრუნავია ხალხი და კიდევ უფრო მეტი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი რეგიონის მოსახლეობას უკეთესი პირობები შევუქმნათ. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს მოსახლეობასთან ერთად ძალიან ბევრ პროექტს განვახორციელებთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაღალმთიანი აჭარა იყოს ძლიერი, აქ გაიზარდოს ჯანსაღი, ჯანმრთელი ახალგაზრდობა. აქ უნდა განვითარდეს ტურიზმი, აქ უნდა განვითარდეს ინფრასტრუქტურა, ჩვენ გვჭირდება სრული სერვისები და სწორედ დღევანდელი დღე არის ერთ-ერთი მაგალითი ამ სერვისების განვითარების“-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ხულოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკის განახლება ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე გადაწყდა. ახალი ავტომანქანების შეძენით სრულად განახლდა ხულოს მუნიციპალიტეტის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკი. ახალი ტექნიკა ღორჯომისა და სხალთის თემის მოსახლეობას მოემსახურება. ავტომანქანები მაღალმთიანი აჭარის რელიეფურ და კლიმატურ პირობებზეა გათვლილი. მაღალი გამავლობის, კომფორტული ავტომანქანები აღჭურვილია თანამედროვე სამედიცინო აპარატურით, რომელიც სრულყოფილად უზრუნველყოფს პირველადი-გადაუდებელი სამედიცინო დახმარების დროულ აღმოჩენას.

ავტომანქანების შესაძენად აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან 272 000 ლარი გამოიყო. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ, აჭარაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტოპარკი განახლება 2014 წელს დაიწყო. 11 სამედიცინო წესით აღჭურვილი მანქანა რაიონულ ცენტრებში განაწილდა. ქედის, შუახევისა და ხულოს რაიონულ ფილიალებს ორ-ორი ავტომობილი, ხოლო ქობულეთის რაიონულ ცენტრს 3 საშუალო და 2 მაღალი გამავლობის სპეცმანქანა გადაეცა. ასევე, ადგილობრივმა მუნიციპალიეტეტმა ქედის რაიონულ ცენტრს ადმინისტრაციული შენობა სარგებლობაში გადასცა.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

ხობის მერიამ 10.8 მილიონიანი ტენდერი, სავარაუდოდ, სენაკის მერის ბიძის კომპანიას მოარგო - TI

26 თებერვალი, 2024 , 15:29

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ცნობით, ხობის მერიის ტენდერი, რომელშიც სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის კომპანია - სააქციო საზოგადოება "არქეოპოლისი" იმარჯვებს, სავარაუდოდ, სწორედ ამ კომპანი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი