უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

6 ივლისი, 2017 18:00
font-size

ზურაბ პატარაძე კომპანია „ყაზმუნაი გაზის“ წარმომადგენლებს შეხვდა

აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის ა/რ ფინანსთა მინისტრთან რამაზ ბოლქვაძესთან ერთად ყაზახური კომპანიის, „ყაზმუნაი გაზის“ ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. შეხვედრას ყაზახური მხრიდან ესწრებოდნენ, ვიცე-პრეზიდენტი დაურენ კარაბაევი, აქტივების დეპარტამენტის დირექტორი ლუიზა აკანოვა და სერვისების დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კაირათ ასკაროვი. შეხვედრას ესწრებოდა ასევე „ბათუმის ნავთობის ტერმინალი“-ს გენ.დირექტორი ბახიჯან ნამაევი.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, ზურაბ პატარაძემ შეხვედრის მონაწილეებს აჭარის რეგიონის ტურისტული და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. მისი თქმით, ყაზახური მხრიდან გაზრდილია ინტერესი საქართველოს, კერძოდ, აჭარის რეგიონის მიმართ, რასაც ადასტურებს ბოლო პერიოდში ყაზახეთიდან შემოსული ტურისტების მზარდი რაოდენობა. მთავრობის თავმჯდომარემ აჭარაში მიმდინარე წარმატებული ტურისტული სეზონის შესახებ ისაუბრა. როგორც ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში წლევანდელ სეზონზე კვირაში 100-მდე ფრენა ხორციელდება 38 მიმართულებით, მათ შორის, ყაზახეთიდან 6 რეგულარული და ჩარტერული ფრენა.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით, მიმზიდველ საინვესტიციო და ტურისტულ პოტენციალს ზრდის აჭარის სატრანზიტო კორიდორის როლი. როგორც ცნობილია, ევროპიდან კავკასიისა და ცენტრალური აზიის მიმართულებით მშრალი, თხევადი და საკონტეინერო ტვირთების გადაზიდვა, ასევე მგზავრების გადაყვანა, სწორედ, ბათუმის საზღვაო ნავსადგურის საშუალებით ხორციელდება. ამ კუთხით, მნიშვნელოვანია ყაზახური კომპანიის როლი, რომელიც ბათუმის პორტის 100% წილის მართვის ექსკლუზიურ უფლებას ფლობს. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ბათუმის პორტში ტვირთბრუნვის შესაძლებლობების გაზრდაზე.

ყაზახურმა მხარემ აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ეკომომიკის მინისტრს საინვესტიციო მიმართულებით თავიანთი წინადადებები გააცნო. მხარეებს შორის ახალ საინვესტიციო პროექტზე მუშაობა განხილვის პროცესშია. „ყაზმუნაი გაზი“ ყაზახეთში ერთ-ერთ მსხვილ კომპანიას წარმოადგენს.

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

ხობის მერიამ 10.8 მილიონიანი ტენდერი, სავარაუდოდ, სენაკის მერის ბიძის კომპანიას მოარგო - TI

26 თებერვალი, 2024 , 15:29

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ცნობით, ხობის მერიის ტენდერი, რომელშიც სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის კომპანია - სააქციო საზოგადოება "არქეოპოლისი" იმარჯვებს, სავარაუდოდ, სწორედ ამ კომპანი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი