უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

16 მაისი, 2017 18:00
font-size

ზურაბ პატარაძემ ბათუმის მერიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ ქალაქ ბათუმის მერთან, გიორგი ერმაკოვთან და მერიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა აჭარის საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის უფროსი არჩილ ჩიქოვანი და მთავრობის აპარატის უფროსი გოჩა ჯაში. შეხვედრის მიზანი იყო ტურისტული სეზონის წინ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ ინფრომაციის მიღება და პრობლემური საკითხების განხილვა.

ზურაბ პატარაძის თქმით, მოახლოებულია ტურისტული სეზონი და საჭიროა მაქსიმალური ძალისხმევის მიმართვა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისაკენ. „რა თქმა უნდა ჭაობის დასახლებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქვთ ვადები, რომლებიც მომავალ სეზონამდე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებას არ ითვალისწინებს, თუმცა ჩვენი მიზანი უნდა იყოს, მაქსიმალურად ვეცადოთ ტურისტული სეზონის დაწყებამდე მიმდინარე სამუშაოებს მიეცეს ესთეტიური და მოწესრიგებული იერ-სახე, განსაკუთრებით ქალაქისათვის იმ არტერიული დატვირთვის ქუჩებზე, სადაც ტრანსპორტის გადაადგილება ინტენსიურია“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

ქალაქის მერმა გიორგი ერმაკოვმა მთავრობის თავმჯდომარეს საკანალიზაციო-სანიაღვრე სისტემების მოწყობისა და გზების რეაბილიტაციის გეგმა გააცნო. მისი თქმით, პუშკინის და თავდადებულის ქუჩებზე დარჩენილია მცირე მონაკვეთი, მოკლე ვადებში დასრულდება ასევე ლერმონტოვისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში მიმდინარე საკანალიზაციო-სანიაღვრე სამუშაოები.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე ადგილობრივი მნიშვნელობის გზების კეთილმოწყობას და განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სამუშაოების ინტენსიურ რეჯიმზე გადასვლასთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურული პროექტების ხარისხზეც. მისი თქმით, მსგავსი სამუშაო შეხვედრები მომავალშიც გაგრძელდება.

11-25 აპრილს გომბორი-თელავის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

10 აპრილი, 2024 , 11:05

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 11 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზ

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი