უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 თებერვალი, 2018 15:20
font-size

ზურაბ პატარაძემ თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ თურქეთის რესპუბლიკის ელჩთან საქართველოში, ფატმა ჯერენ იაზგანთან შეხვედრა გამართა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და თურქეთის რესპუბლიკის გენერალური კონსული ბათუმში მაქბულე ქოჩაკი ესწრებოდნენ.

ზურაბ პატარაძემ ელჩს მადლობა გადაუხადა წლების მანძილზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისათვის. თავის მხრივ, ელჩმა მთავრობის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა მასპინძლობისთვის.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებასა და სამომავლო ურთიერთობების პერსპექტივებზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ თურქეთი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. აქტიურია ორ ქვეყანას შორის ურთიერთთანამშრომლობა სავაჭრო-ეკონომიკურ და თავდაცვის სფეროებში, ასევე, მნიშვნელოვანია კულტურულ-ჰუმანიტარული ურთიერთობებიც.

განსაკუთრებული ხაზგასმით აღინიშნა ურთიერთობა ეკონომიკური თანამშრომლობის ჭრილში. თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. 2008 წლიდან ორ ქვეყანას შორის მოქმედებს შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ. მუდმივად იმართება მაღალი დონის ოფიციალური ვიზიტები, რომლებიც ემსახურება სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას.

ზურაბ პატარაძე ელჩს ესაუბრა რეგიონულ დონეზე თანამშრომლობის შესახებაც. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ სავაჭრო და საქმიანი ურთიერთობების კიდევ უფრო განსავითარებლად აუცილებელია ორმხრივი ბიზნეს ფორუმების ორგანიზება, ბიზნეს და საქმიანი წრეების ერთმანეთთან დაკავშირება. ზურაბ პატარაძემ, ასევე, ისაუბრა კურორტ გოდერძის განვითარებაზე და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი იქნება თურქული მხარის დაინტერესება როგორც ინვესტიციების განხორციელებით, ასევე ტურისტული კუთხით, რათა უფრო მეტ დაინტერესებულ ადამიანს ჰქონდეს ინფორმაცია ახალი სამთო-სათხილამურო კურორტის შესახებ.

შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყნებს შორის სატრანზიტო ტვირთების გადაზიდვასა და სატრანსპორტო მიმოსვლაზე. მხარეებმა აღნიშნეს, რომ ამ მიმართულების ხელშეწყობით კიდევ უფრო გაიზრდება ტვირთბრუნვა.

,,მინდა, ასევე, შევეხო ბოლო დროის ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევას. დამეთანხმებით, ჩვენი ქვეყნებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ოპტიმალური და გამართული სასაზღვრო პოლიტიკის არსებობა. ვიმედოვნებ, რომ მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაგეგმილი თურქეთის შსს მინისტრის ვიზიტის ფარგლებში საბოლოოდ იქნება მიღწეული ორივე ქვეყნისათვის ხელსაყრელი შედეგი საზღვრის კვეთის რეგულაციებთან დაკავშირებით“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

თურქეთის ელჩის განცხადებით, ,,მნიშვნელოვანია, რომ საზღვრის კვეთის რეგულაციებთან დაკავშირებით ორმხრივი კონსულტაციები აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა ჩვენთვისაც მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, რომ კონსულტაციები ორივე მხარისათვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებით დასრულდება".

შეხვედრაზე ასევე, აღინიშნა, რომ გასულ წელს არაერთი მაღალი დონის ოფიციალური ვიზიტი შედგა, მათ შორის, 2017 წლის ოქტომბრის თვეში, GDSC-ს ფარგლებში, რეგიონმა უმასპინძლა თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრს ნურეთინ ჯანიქლის. ასევე აღსანიშნავია, რომ ნატო-ს ეგიდით სისტემატურად ხორციელდება თურქული გემების საპორტო ვიზიტები ქალაქ ბათუმში და ერთობლივი წვრთნების გამართვაც.

ფატმა ჯერენ იაზგანი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩის პოზიციაზე მოღვაწეობას 2017 წლის ბოლოდან შეუდგა.

ყველა ის მასწავლებელი, ვინც გარედაკვირვების ფორმატში კომპეტენცია დაადასტურა, შეიცვლის სტატუსს და მოემატება ხელფასი - მამუკა ბახტაძე

20 ივნისი, 2018 , 17:29

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პედაგოგებზე საუბრისას განაცხადა, რომ ახალი სასწავლო წლიდან დამატებით 7 ათასზე მეტი მასწავლებელი დაიწყებს ახალი სტატუსით საქმიანობას და მათი საერთო რაოდენობა გადააჭარბებს 25

თქვენ მეორედ კლავთ ჩემს შვილს და ამის უფლებას არ მოგცემთ, თუნდაც სიცოცხლის ფასად დამიჯდეს - ზაზა სარალიძე თეა წულუკიანს

20 ივნისი, 2018 , 16:50

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის, თეა წულუკიანის განცხადებას, რომ საქმეზე გამოძიება თავიდან არ დაწყებულა. „კარგია, როდესაც აღიარებთ შეცდომებს,

გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ეუთოს ელჩებს შეხვდა

20 ივნისი, 2018 , 16:05

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის - ეუთოს ელჩებს შეხვდა. შეხვედრაზე, რომელსაც ესწრებოდნენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტან

დავით ჭიჭინაძის შეფასებით, მამუკა ბახტაძემ დეპუტატებს მემარცხენე-ცენტრისტული ორიენტაციის სამთავრობო პროგრამა წარუდგინა, რაც ქვეყანას სჭირდება

20 ივნისი, 2018 , 16:05

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით ჭიჭინაძის შეფასებით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ დეპუტატებს მემარცხენე-ცენტრისტული ორიენტაციის სამთავრობო პროგრამა წარუდგინა, რაც „ქვეყანას სჭირდება“

გავათავისუფლოთ წარმოება დღგ-ის გადასახადისგან და ამით შევუქმნათ მათ თანაბარი პირობები ფარმაცევტულ ბაზარზე - მამუკა ბახტაძე

20 ივნისი, 2018 , 15:15

საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მისთვის ერთ-ერთ პრიორიეტულ საკითხს ფარმაცევტულ ბაზარზე თამაშის თანაბარი პირობების დამკვიდრება წ

ნაზი ჯანეზაშვილი სერგო მეთოფიშვილის წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებას აპირებს

20 ივნისი, 2018 , 14:25

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, ის სერგო მეთოფიშვილის წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებას აპირებს. როგორც ჯანეზაშვილმა განმარტა, მეთოფიშვილმა არაერთხელ დაარღვია მოსამართლეთ

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან