უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 აპრილი, 2017 13:50
font-size

ზურაბ პატარაძემ თურქული სამხედრო გემების მეთაურებს უმასპინძლა

დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ თურქული სამხედრო გემების, TCG Kalkan-ის და TCG Yıldırım-ის ეკიპაჟის წევრებს უმასპინძლა. შეხვედრას ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და თურქეთის გენ. კონსული ქ. ბათუმში იასინ თემიზქანი ესწრებოდნენ.

რეგიონის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა ეკიპაჟის წევრებს ბათუმში ვიზიტისთვის. მთავრობის თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის უკვე არსებულ სავაჭრო-ეკონომიკურ და კულტურულ თანამშრომლობაზე და იმედი გამოთქვა, რომ ეს ურთიერთობები უფრო გაღრმავდება. ზურაბ პატარაძემ ისაუბრა მჭიდრო თანამშრომლობაზე სხვადასხვა სფეროში. მთავრობის თავმჯდომარემ ასევე ხაზი გაუსვა ქალაქ ბათუმის მერიასა და თურქეთის ქალაქების მერიებს შორის არსებულ ურთიერთობებს.

,,მადლობა მინდა გადავუხადო ეკიპაჟის წევრებს ჩვენს ქალაქში ვიზიტისთვის. დადებითი ფაქტია, რომ აქტიურად ვითარდება ორ ქვეყანას შორის სამხედრო კუთხით თანამშრომლობა. სტრუქტურებს შორის ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტია დაგეგმილი. თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას “-აღნიშნა ზურაბ პატარაძემ.

ბათუმის ნავსადგურს მარმარილოსა და შავ ზღვაში დაგეგმილი წვრთნების „ზღვის ვარსკვლავი 2017"-ის ფარგლებში, სარაკეტო კატარღა TCG Kalkan (P-331) და ფრეგატი TCG Yıldırım (F-243) ეწვია. 4 აპრილს მსურველებს ექნებათ გემების დათვალიერების შესაძლებლობა. 5 აპრილს კი საქართველოს სანაპირო დაცვის ერთეულებთან დაგეგმილია ერთობლივი წვრთნების ჩატარება. აღსანიშნავია, რომ თურქული გემების წვრთნები 5 ქვეყანაში ჩატარდება.

კელი დეგნანი სალომე ზურაბიშვილთან ერთად ფოკას მონასტერს სტუმრობდა

7 აგვისტო, 2020 , 17:45

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად ფოკას მონასტერს ესტუმრა. საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ელჩი მადლიერი იყო, საქართველოში ასეთი შთამბეჭ

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0758 ლარი გახდა

7 აგვისტო, 2020 , 17:25

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0758 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0737 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ლევან თოფაძე საავადმყოფოდან გაწერეს

7 აგვისტო, 2020 , 17:25

გოგი თოფაძის შვილიშვილმა, ლევან თოფაძემ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკა დატოვა. ექიმების თქმით, ლევან თოფაძე დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში ამბულატორიულ მკურნალობაზე გაეწერა. შეგახსენებთ, თბილისში ბიზნესმენ გოგი თოფაძის შ

„ბაჩანა ამ ბინძურ ისტორიაში ყველაზე ალალ და კეთილ ადამიანად მომეჩვენა... ადვოკატი რამიშვილი არის არაპროფესიონალი“

7 აგვისტო, 2020 , 17:25

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი, ირაკლი მეფარიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს: “გუშინ ვუყურე გვარამიას თოკ შოუს სადაც ახალგაზრდა პროგრამისტი და ადვოკატი რამიშვილი ყავდა სტუმრად. ასევე ვადევნებ თვალყურს

ავიაკომპანია „ლოტი“ ვარშავა-თბილისი-ვარშავას მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს

7 აგვისტო, 2020 , 15:55

პოლონური ავიაკომპანია „ლოტი“ 14-15 აგვისტოს ვარშავა-თბილისი-ვარშავას მიმართულებით ჩარტერულ რეისს შეასრულებს. ფრენა შემდეგი განრიგით შესრულდება: 14 აგვისტო, ვარშავა – თბილისი (გამოფრენა პოლონეთის დროით 2

გერმანიამ საქართველოს 180 მლნ ევროს ოდენობით მხარდაჭერა გამოუცხადა

7 აგვისტო, 2020 , 15:35

გერმანიის ფედერაციულმა რესპუბლიკამ საქართველოსთვის გადაუდებელი ფინანსური დახმარების აღმოსაჩენად ახალი პროგრამა "საქართველოს ეკონომიკის კონკურენტუნარიანობისა და კრიზისის მიმართ მდგრადობის გაძლიერება" შეიმუშავა და ქვეყანას

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე