უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

22 ივნისი, 2018 14:25
font-size

ზვიად კუპრავა სამძიმარზე იყო მოსული და მითხრა, ზაზა, თუ არ გეწყინება, მე ჩემებურად გამოვიძიებ ამ საქმეს - ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ ამ საქმის გამოძიებაში მისი მეგობრის, უფლებადამცველის, ზვიად კუპრავას დამსახურება აღნიშნა.

სარალიძემ განაცხადა, რომ კუპრავა როგორც შსს-მ, ასევე საგამოძიებო კომისიამ უნდა დაკითხოს.

„თავიდან ვენდობოდი პროკურატურას და ვფიქრობდი, პროკურატურა საქმეს მიიყვანდა ბოლომდე, რაშიც ძალიან შევცდი. კუპრავა პირდაპირ გავიდა ბორის კაკუბავაზე, ეჭვი გაუჩნდა, რომ ეს იყო ის ბაბუა, რაზეც გვქონდა მერე საუბარი. სხვათა შორის, სტატუსიც დავწერე იმასთან დაკავშირებით, რომ შსს-მ დაუყონებლივ დაიბაროს ზვიად კუპრავა და დაკითხოს ამ საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ არ ვიცი, დაკითხეს თუ არა. იმედია, თქვენც დაკითხავთ და დაწვრილებით თვითონ ისაუბრებს დანარჩენ დეტალებზე”, – განაცხადა სარალიძემ.

სარალიძემ დაამატა, რომ სწორედ კუპრავამ გაარკვია, რომ პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი ფლობდა ინფორმაციას ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის შესახებ.

„ესეც ზვიად კუპრავას აღმოჩენაა, ვანო მერაბიშვილის გაყვანის კადრებთან დაკავშირებით, ინფორმაციას ფლობს მირზა სუბელიანი. ზვიად კუპრავამ უფრო დაზუსტებით იცის ეს. ფაქტია, რომ მირზა სუბელიანის ინტერესებს იცავდა პროკურატურა და ითვალისწინებდა ყველაფერს.

თავდაპირველად მირზა სუბელიანი რომ თანამდებობის პირი იყო, ეს მე არ ვიცოდი. ზუსტად 2 დეკემბერი იყო, როდესაც ჩემი შვილი მოასვენეს სახლში, ზვიად კუპრავაც სამძიმარზე იყო მოსული და მითხრა ასეთი რამ, რომ ზაზა, თუ არ გეწყინება, მე ჩემებურად გამოვიძიებ ამ საქმეს. რატომ უნდა მეწყინოს, ან რატომ უნდა მეთქვა უარი. ამის შემდეგ ხშირი კომუნიკაცია გვქონდა. ზვიად კუპრავამ მითხრა, რომ ერთ-ერთი ბავშვი იყო პროკურატურის მაღალჩინოსნის შვილი. შემდეგ დადგინდა ნათესაური კავშირი კალანდიებთან. პირველი დღიდან ვიცოდი, რომ მ.კ. ჩხუბის მონაწილე იყო და არა მარტო ჩხუბის, არამედ ჩემი შვილის დაჭრის მონაწილე იყო”, – განაცხადა სარალიძემ.

იარე ასე ამაყად, ეს დროშა მუდამ მაღლა გეჭიროს! – პრეზიდენტი

19 აპრილი, 2024 , 15:56

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც აქციის მონაწილე ახალგაზრდა საქართველოს დროშით მოაბიჯებს და წერს: “მომავლის და საკუთარი თავის, რომ სჯერა ადამიანს, მისთვის  შეუძ

20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი

19 აპრილი, 2024 , 15:14

გარემოს ეროვნული სააგენტო 20-22 აპრილს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების ცნობით, 20-22 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. 20

პარლამენტთან საპროტესტო აქცია დღესაც გაიმართება

18 აპრილი, 2024 , 17:18

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან, 19:00 საათზე აქცია - „არა რუსულ მთავრობას - არა რუსულ კანონს“ ისევ ჩაინიშნა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას აქციის ორგანიზატორები ავრცელებენ. „პროტესტი არ უნდა შე

კარგი გულიანი ნაცემი ვარ - ალეკო ელისაშვილი

18 აპრილი, 2024 , 13:06

პარტია „მოქალაქეების" ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „გულიანი ნაცემია", მათ შორის აქვს ნეკნის მოტეხილობა. მთავრობის ადმინისტრაციასთან წუხელ გამართულ აქციაზე განვითარებული მოვლენების

თბილისში ავარიული საცხოვრებელი კორპუსები კიდევ ორ მისამართზე ჩანაცვლდება

17 აპრილი, 2024 , 13:38

თბილისის მუნიციპალიტეტი ავარიული სახლების სრულ დემონტაჟს კიდევ ორ მისამართზე განახორციელებს და მათ ნაცვლად, თანამედროვე სტანდარტების მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსებს ააშენებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა

პირდაპირ ჩემ სახეზე გაატარეთ აწი ევროპა - აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი

17 აპრილი, 2024 , 12:14

16 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დაშავებული ლევან ბუდაღაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს, რომელზეც ჩანს დაშლის დროს რა დაზიანებები მიიღო. ის ამჟამად ბოკერიას სახელობის კლინიკაშია მოთავსებული. გთავაზობთ პოსტს უცვლელად:

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი