უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

9 ივლისი, 2018 14:35
font-size

ზვიად კუპრავას თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ სასადილოს ეპიზოდზე ბრალი წარუდგინეს

უფლებადამცველ ზვიად კუპრავას თბილისის საქალაქო სასამართლოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი წაუყენეს.

კუპრავას შეფასებით, ეს ბრალდება სამარცხვინოა.

„ოფიციალურად წამიყენეს ბრალი, ოღონდ წინა დაბარებისგან განსხვავებით, როდესაც გამოძიება დაიწყო 366-ე მუხლის პირველი ნაწილით, დღეს დაამძიმეს და მეორე ნაწილით წამიყენეს ბრალი, რაც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მინდა ამ სამარცხვინო ბრალდების პატარა მონაკვეთი წაგიკითხოთ, სადაც წერია „პოლიციის მუშაკთა არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ზვიად კუპრავამ უარი განაცხადა სხდომის დარბაზში დაბრუნებაზე და დროის გაჭიანურების მიზნით სხვა პირის თეფშიდან განაგრძო საკვების მიღება“, – აი ამას მედავებიან“, – განაცხადა კუპრავამ.

ზვიად კუპრავას ბრალი წარედგინა სსსკ-ის 366-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მოსამართლის ან მსაჯულის შეურაცხყოფას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამოსასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

11 ივნისს, ზვიად კუპრავა სამართალდამცველებმა საქალაქო სასამართლოს სასადილოდან სხდომათა დარბაზში ძალის გამოყენებით აიყვანეს. გარდა ამისა, შსს-ის გენინსპექციამ სასადილოს ეპიზოდში პოლიციელთა მხრიდან გადაცდომის ფაქტი დააფიქსირა. კერძოდ, ინციდენტში მონაწილე ოთხ პოლიციელს სამსახურებრივი მოვალეობის დაუდევარი დამოკიდებულებისთვის საყვედური გამოეცხადა, ხოლო იმავე გადაცდომისთვის, ამ პოლიციელების ხელმძღვანელ პირს, რომელიც იმ დროს ადგილზე იმყოფებოდა, შსს-მ დისციპლინარული სასჯელი, სასტიკი საყვედური გამოუცხადა.

საკონსტიტუციო სასამართლო 112-ის გადასახადთან დაკავშირებით მოქალაქის სარჩელს არსებითად განიხილავს

18 სექტემბერი, 2018 , 16:25

საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია საქართველოს მოქალაქე ლევან ალაფიშვილისა და ადვოკატთა ჯგუფის სარჩელს არსებითად განიხილავს. მოსარჩელეს აინტერესებს, რამდენად კანონიერია გადასახადი, რომელსაც საქართველოში ფიზიკური და

თამბაქოს მოხმარების კუთხით დაწესებული შეზღუდვები, აკრძალვები და სანქციები მსუბუქდება

18 სექტემბერი, 2018 , 16:25

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომლის საფუძველზეც თამბაქოს მოხმარების კუთხით დაწესებული შეზღუდვები, აკრძალვები და სანქციები გარკვეულწილად მსუბუქდება. ამ მიმართულებით “თამბაქოს კონტრო

რესპუბლიკური საავადმყოფოს საფინანსო-სამეურნეო საქმიანობა შესაძლოა, სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეისწავლის

18 სექტემბერი, 2018 , 14:00

საერთაშორისო აუდიტორული კომპანია „ბეიკერ ტილის“ მიერ ჩატარებული აუდიტორული შემოწმების შედეგად, „აკ. ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკაში” (ე.წ. რესპუბლიკურ საავადმყოფო) ფ

“ის, რაც ხდება, აბსოლუტური ბოდვაა” - ლევან ყიფიანმა გამომძიებლების კითხვებს უპასუხა

18 სექტემბერი, 2018 , 10:40

გუშინ პირველად გამოჩნდა ტელეკამერების წინაშე სკანდალური აუდიოჩანაწერებისა და ომეგაზე ზეწოლის საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი. ლევან ყიფიანი პროკურატურაში დაკითხვაზე მივიდა, თუმცა ის უწყებიდან მალევე გამოუშვეს. დაკითხვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსნა

18 სექტემბერი, 2018 , 10:40

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ვ.მ. ჯანმრთე

საგადასახადო სამართალდარღვევის 477 ფაქტი გამოვლინდა

18 სექტემბერი, 2018 , 10:40

10-16 სექტემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, ქვეყნის მასშტაბით განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიების შედეგად, საგადასახადო სამართალდარღვევის 477 ფ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`