უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

20 მარტი, 2017 13:55
font-size

ზვიად ნაზღაიძე სტიქიის შედეგად არ დაზარალებულა და მას ქონება უსაფძვლოდ გადაეცა - საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2015 წლის 13 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებულად ცნობილი ზვიად ნაზღაიძისთვის კომპენსაციის გადაცემაზე კვლევა გამოაქვეყნა.

საია-ს კვლევის თანახმად, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმა, ზვიად ნაზღაიძე, 13-14 ივნისის სტიქიის დროს არ დაზარალებულა და მას 5001 კვ.მ. უძრავი ქონება უსაფუძვლოდ გადაეცა.

"თბილისის მუნიციპალიტეტმა, ზვიად ნაზღაიძისათვის, თბილისში, ყიფშიძის ქ.2-ის მიმდებარედ არსებული 1641 კვ.მ. უძრავი ქონების ჩამორთმევის დროს უსაფუძვლოდ გამოიყენა - საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ საქართველოს ორგანული კანონი; არც ერთ სამართლებრივ აქტსა და ამ აქტებთან დაკავშირებულ ოფიციალური დოკუმენტებში არ არის დასაბუთებული, ზვიად ნაზღაიძისათვის ქონების ჩამორთმევისას - საზოგადოებრივი საჭიროება და/ან გადაუდებელი აუცილებლობის არსებობა,"-ნათქვამის საიას კვლევაში.

გარდა ამისა, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ნაზღაიძეს, უსაფუძვლოდ გადაეცა, თბილისში, საბურთალოს საცხოვრებელ რაიონში, V კვარტალში, სანდრო ეულის ქუჩა 5-ში მდებარე 5001 კვ.მ. უძრავი ქონება.

საიაში ვარაუდობენ, რომ თბილისის მუნიციპალიტეტსა და ზვიად ნაზღაიძეს შორის არსებობდა წინასწარი შეთანხმება, მუნიციპალიტეტის მიერ, ნაზღაიძის მხრიდან ქონების შეძენის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის მხრიდან ქონების გარანტირებულად ჩამორთმევისა და საკომპენსაციოდ 971,260 ლარის (ნაწილობრივ უძრავი ქონების სახით) გადაცემის თაობაზე.

როგორც არასამთვრობო ორგანიზაციის თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა მედიას განუცხადა, ზვიად ნაზღაიძისათვის ქონების ჩამორთმევისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სამართალდამცავი ორგანოები უნდა დაინტერესდნენ.

„ამ ეტაპზე უკვე არის დასაბუთებული ის ეჭვები, რომლებიც საკმარისია რომ საგამოძიებო ორგანოები დაინტერსდნენ ამ საქმით და შეისწავლონ კონკრეტული საჯარო მოხელეების მხრიდან ხომ არ ქონდა ადგილი დანაშაულებს. საინტერესოა, რატომ მოექცა თბილისის მუნიციპალიტეტი ასე განსხვავებულად კონკრეტულ მოქალაქეს და კანონით დადგენილი წესის აცდენით, მაშინ როდესაც ის სამართლებრივად არც კი შეიძლებოდა სარგებლობდეს 13 ივნისის დაზარებულის სტატუსით“,-განმარტა ნაცვლიშვილმა.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

სასამართლომ ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებულ ექვსივე პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

26 სექტემბერი, 2018 , 17:00

თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე დაკავებულ ექვსივე პირს, მათ შორის სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფროსს გია თვალავაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრ

ადვოკატი ამბობს, რომ ამის მტკიცებულებები გააჩნია - ნატო ჩხეიძე

26 სექტემბერი, 2018 , 17:00

ტელეკომპანია „იბერიას“ დამფუძნებელი, პარლამენტის წევრი ნატო ჩხეიძე "ომეგა ჯგუფის" საქმეზე ახალ ჩანაწერებზე არ საუბრობს, თუმცა ამბობს, რომ მათ მიერ დაქირავებულ ბრიტანელ უფლებადამცველს ის მტკიცებულებები აქვს, რ

მსჯავრდებულების ადვოკატები გლდანის მერვე დაწესებულების ადმინისტრაციას პატიმრების მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ

26 სექტემბერი, 2018 , 15:00

მსჯავრდებულების, გიორგი მარსაგიშვილისა და ზვიად ჭიტაძის ინტერესების დამცველები გლდანის მერვე დაწესებულების ადმინისტრაციას პატიმრების მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებენ. როგორც ადვოკატებმა დღეს გამარ

ვანო მერაბიშვილი კლინიკიდან ე.წ. მატროსოვის ციხეში დააბრუნეს

26 სექტემბერი, 2018 , 13:50

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, მსჯავრდებული ვანო მერაბიშვილი, რომელიც გამოკვლევებისთვის "ავერსის კლინიკაში" დღეს გადაიყვანეს, უკვე ე.წ. მატროსოვის ციხეში დააბრუნეს. როგორც "ავერსის კლინიკის" გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ჯორბ

გაგცემთ პასუხს გამოსვლისას - ანზორ ჩუბინიძე ლონდონის სასამართლოში მის წინააღმდეგ წარმოებულ სარჩელზე

26 სექტემბერი, 2018 , 13:50

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე ერთ-ერთია იმ მოქმედ მაღალჩინოსნებს შორის, რომელთა წინააღმდეგაც „ომეგა ჯგუფის“ ბრიტანელი ადვოკატი ლონდონის სასამართლოს მიმართავს. ანზორ ჩუბინიძე &b

მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის ბრალდებულს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

26 სექტემბერი, 2018 , 13:50

ბოლნისის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისთვის ბრალდებული ნ.ი. დამნაშავედ ცნო. პროკურატურის ინფორმაციით, სასამართლო

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`