უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

29 დეკემბერი, 2017 13:25
font-size

ზვიად რატიანის დაკავების კადრების გავრცელებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაარღვია ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპი - მედიის ინსტიტუტი

მედიის ინსტიტუტი შეშფოთებულია პოეტ ზვიად რატიანის დაკავებისა და მისი დაკავების კადრების საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერით გავრცელების გამო, - ნათქვამია მედიის ინსტიტუტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

,,მედიის ინსტიტუტს მიაჩნია, რომ დაკავების კადრების გავრცელებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაარღვია ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპი, რაც კონსტიტუციითაა აღიარებული.

გუშინ, ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიამ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ და ვებსაიტის რედაქტორმა ირინა დეკანოიძემ ქარტიის პირველი და მეათე პრინციპები დაარღვიეს.

პრინციპი 1.

ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.

პრინციპი 10.

ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.

მედიის ინსტიტუტი იზიარებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის შეფასებას და მიიჩნევს, რომ პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე არ იყო საზოგადოების მაღალი ინტერესი, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა კი, არ იხელმძღვანელა ჟურნალისტური პრინციპებით, რაც ეჭვს აჩენს, რომ მაუწყებელმა გაითვალისწინა შინაგან საქმეთა სამინისტროს პოზიცია და ეცადა სამართალდამცავების მიერ განხორციელებული ქმედების გადაფარვას.

გარდა იმისა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა დაარღვია ჟურნალისტიკის პრინციპები, მოხდა მათ მიერ გავრცელებული კადრების ონლაინ მედიაში ტირაჟირება. რაც გულისხმობს იმას, რომ ონლაინ გამოცემებმა, რომლებმაც გაავრცელეს ზვიად რატიანის დაკავების კადრები, დაარღვიეს ქარტიის პირველი და მეათე პრინციპები.

თავის მხრივ, აღნიშნული ვიდეოს გავრცელებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაარღვია საქართველოს კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ. სამართალდამცავებმა მოქალაქის დაკავების ფაქტი გადაიღეს პერსონალური მობილური ტელეფონით და არა - კანონით დადგენილი სამხრე კამერებით, რის ვალდებულებაც ჰქონდათ. ამასთან, აღსანიშნავია, რომ პოლიციელების მიერ მობილურით გადაღებული ვიდეო არასრულია და არ ასახავს პოეტის დაკავების ფაქტს.

23 დეკემბერს, საპოლიციო კონტროლის ფარგლებში, სამართალდამცველებმა პოეტი ზვიად რატიანი დააკავეს. რატიანი სამართალდამცველებს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს. შსს-ში კი აცხადებენ, რომ ზვიად რატიანი იყო ნასვამ მდგომარეობაში, წინააღმდეგობას უწევდა და შეურაცხყოფას აყენებდა სამართალდამცავებს, რითაც არ აძლევდა მათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შესაძლებლობას. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან ზვიად რატიანის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ძალადობით გადამეტების ფაქტზე“, - ნათქვამია მედიის ინსტიტუტის განცხადებაში.

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.0465 ლარი გახდა

3 ივლისი, 2020 , 17:40

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.0465 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.0463 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

მოგზაურობისთვის ორივე მიმართულებით გახსნა არ ნიშნავს, თითქოს ღილაკს დააწვები და ყველაფერი შესრულდება -კარლ ჰარცელი

3 ივლისი, 2020 , 17:40

საქართველო 15-დან ერთ-ერთ ქვეყნად დასახელდა, ეს არის უსაფრთხოების სია, ეს არის აღიარება იმ წარმატებისა, რასაც მიაღწია ქვეყანამ, რომელიც ჯანდაცვის კრიზისის მოგვარებაზე არის ორიენტირებული, – ამის შესახებ საქართველოში

ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე უმკაცრესი რეაგირებაა საჭირო - პრეზიდენტის ადმინისტრაცია

3 ივლისი, 2020 , 17:40

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა და პრეზიდენტის მრჩეველმა ჯანდაცვის, სოციალურ, ინოვაციებისა და ბიზნესსექტორთან ურთიერთობის საკითხებში დღეს დამწვრობის ცენტრის რეანიმაციულ განყოფილება

შვეიცარია საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარს 20 ივლისიდან გახსნის

3 ივლისი, 2020 , 16:55

შვეიცარია საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარს 20 ივლისიდან გახსნის. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში შვეიცარიის საელჩო ავრცელებს. საელჩოს ცნობით, ინფორმაცია ახალი წესებისა და ზომების შესახებ, რომელიც 20 ივლისიდან

ამ ფუქსავატობას, რომელსაც თქვენ ეწევით ბატონო გახარია, ხომ არ უნდა შეეწიროს ქართველი ადამიანი - გიორგი ვაშაძე

3 ივლისი, 2020 , 16:55

„ჩვენ ახლა ფაქტობრივად გაკოტრებულები ვართ. ერთადერთი იმედი, რაც ხალხს ჰქონდა, იყო 1-ელ ივლისს საზღვრების გახსნა და ტურისტების შემოსვლა და ეს იმედიც გახარიამ და მთავრობამ მათ ბოლომდე გაუცრუა“, - ამის შესახებ &

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

3 ივლისი, 2020 , 16:00

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, რომელიც 6 ივლისიდან 4 აგვისტოს ჩათვლით ჩატარდება, მუნიციპალური ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. თბილისის მერიის ცნობით, ავტობუსები საგამოცდო ცენტრების მიმართულებით, 06:00 საა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე