უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

29 დეკემბერი, 2017 16:05
font-size

ზვიად რატიანის საქმეზე ვიდეომასალის გავრცელება იყო არასასიამოვნო ფაქტი - შსს

შსს-ის იურისტის ბექა დოჭვირის განცხადებით, ზვიად რატიანის საქმესთან დაკავშირებული ვიდეომასალის გავრცელება არასასიამოვნო ფაქტი იყო.

„სასამართლომ სრულად გაიზიარა ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ბატონი ზვიად რატიანი ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობაში. როგორც ჩანს, სასამართლომ ლმობიერი გადაწყვეტილება მიიღო იქიდან გამომდინარე, რომ ბატონმა ზვიადმა, ფაქტობრივად, აღიარა სამართალდარღვევა. რაც შეეხება მის ბრალდებებს პოლიციისადმი, აღნიშნულთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება პროკურატურაში და ჩვენ ვიქნებით მაქსიმალურად ღია, ობიექტური და ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან. გეთანხმებით, რომ ვიდეომასალის გავრცელება იყო არასასიამოვნო ფაქტი“, - თქვა დოჭვირმა სასამართლოს პროცესის შემდეგ.

შსს-ის იურისტს არ უპასუხია კითხვაზე, ვინ მიიღო გადაწყვეტილება ვიდეომასალის გამოქვეყნების სესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პოეტი ზვიად რატიანი ადინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეში დამნაშავედ ცნო და 2000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა.

პოეტს ედავებოდნენ ადმინისტრაციული კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დაღვევას, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისადმი წინააღმდეგობას.

ზვიად რატიანი 24 დეკემბრის ღამეს, საპოლიციო შემოწმების დროს დააკავეს. პატრულის თანამშრომლების ნაამბობიდან გამომდინარე, პოეტი ნასვამი იყო და სამართალდამცველებს აგინებდა, ხოლო თავად პოეტი ამბობს, რომ სამართალდამცველებმა მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს.

ანა მებურიშვილი

საკვანძო სიტყვები:

დაუყოვნებლივ მიეცეს პასუხისმგებლობაში ყაზტრანგაზი, როგორც ამ დანაშაულის ჩამდენი - ადვოკატი

18 იანვარი, 2019 , 11:38

აფეთქების შედეგად დაზარალებული კომპანიის ადვოკატი, ალექსანდრე კობაიძე აცხადებს, რომ ყაზტრანგაზ-თბილისმა პროფესიული გულგრილობა გამოიჩინა. მისი აზრით, კომპანიამ პასუხისმგებლობა უნდა აიღოს და ჯოხი კომპანიაზე არ უნდა გადატეხ

საგამოძიებო სამსახურმა კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

18 იანვარი, 2019 , 11:27

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კომერციული მოსყიდვის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. უწყების ინფორმაციი

საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარედ ნანა ხუნჯუა აირჩიეს

16 იანვარი, 2019 , 17:49

საპროკურორო საბჭოს თავმჯდომარედ პროკურორი ნანა ხუნჯუა აირჩიეს. როგორც უწყების ინფორმაციაშია ნათქვამი, ხუნჯუა ფარული კენჭისყრით აირჩიეს. ხმების რაოდენობით, მეორე ადგილი ირმა ჭკადუამ დაიკავა. აღნიშნულ პოზიციაზე ხუნჯუა 2 წლ

თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა - დაკავებულია 2 პირი

16 იანვარი, 2019 , 13:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული გ. ა. განზრახ მ

EMC დაზარალებულის სტატუსის მინიჭების თვითნებურ პრაქტიკას საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს

16 იანვარი, 2019 , 12:46

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა. EMC მიიჩნევს, რომ არაკონსტიტუციურია კანონმდებლობის ის ნორმები, რომლებიც ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად ართულებს პირისთვი

სუსმა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი პასუხისგებაში მისცა

16 იანვარი, 2019 , 10:34

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე საქართველოს გარემოს