უკან

საზოგადოება

29 დეკემბერი, 2017 13:00
font-size

ზვიად რატიანზე გასული სიუჟეტი საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდისთვის მიუღებელი იყო - გრიგოლ გოგელია

„საზოგაოდებრივი მაუწყებლის“ ბორდის თავმჯდომარის გრიგოლ გოგელიას განცხადებით, არხზე პოეტ ზვიად რატიანის საქმეზე გასული სიუჟეტი ბორდისთვის მიუღებელია.

„ბორდი მიიჩნევს, რომ სიუჟეტი, რომელმაც გამოიწვია საზოგადოებრივი აღშფოთება და რეზონანსი, ჩვენთვისაც მიუღებელი იყო. ის სტანდარტები, რომლის მიხედვითაც „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ უნდა მუშაობდეს, დაირღვა. აქვე დავსძენ, რომ მაუწყებელი არ არის მხოლოდ ბორდისა და მენეჯმენტის მაუწყებელი. ჩვენ საზოგადოებას მივეცით ის მექანიზმი, რომ თუ რაიმე სიუჟეტის ან არამართებული პროდუქციის გაშვება მოხდება, ამაზე შეუძლია იმსჯელოს სპეციალურმა ინსტიტუტებმა მაუწყებელში და მიიღონ გადაწყვეტილება“, - თქვა გოგელიამ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე.

27 დეკემბერს ზვიად რატიანის საქმეზე სასამართლო სხდომა გაიმართა, რომელზეც შსს-მ პოლიციელების მიერ ჩაწერილი აუდიომტკიცებულება წარადგინა, სადაც ისმოდა, როგორ აგინებს პოეტი სამართალდამცველებს.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა აღნიშნული ვიდეო შსს-სგან ოფიციალურად გამოითხოვა და გაავრცელა. ვიდეო დამონტაჟებულია და სრულად არ ასახავს დაკავების პროცესს, არც იმას, თუ რამ გააღიზიანა ზვიად რატიანი.

ვიდეოს გასაჯაროებამ ნეგატიური რეაქცია გამოიწვია საზოგადოების ნაწილში და განხილვის თემა გახდა სოციალურ ქსელებში. მწერლებისა და ცნობილი ადამიანების ნაწილმა ამის გამო საზოგადოებრივ მაუწყებელს ბოიკოტი გამოუცხადა.

ზვიად რატიანი 24 დეკემბრის ღამეს, საპოლიციო შემოწმების დროს დააკავეს. მას ედავებიან ხულიგნობასა და პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობაში, ხოლო თავად პოეტი ამბობს, რომ სამართალდამცველებმა მასზე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იძალადეს.

ამ ინციდენტის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ გამოძიების დასრულებამდე მხოლოდ ერთ პოლიციელს შეუჩერა უფლებამოსილება.

ანა მებურიშვილი

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი