უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

2 სექტემბერი, 2017 14:35
font-size

ზვიად სიჭინავა ზუგდიდში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი, 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

როგორც სიჭინავამ Facebook-ში პირად გევრდზე დაწერა, იგი ზუგდიდში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება.

სიჭინავას თქმით, იგი არ დაპირდება მოსახლეობას იმას, რის გაკეთებასაც ვერ შეძლებს. ამასთან, მისი თქმით, ნებისმიერი პირობა, რომელიც მისი მხრიდან იქნება დადებული აუცილებლად შესრულდება.

მედიანიუსი ზუგდიდელებისადმი სიჭინავას მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

„ჩემო ძვირფასო ზუგდიდელებო, ჩემო თანამოქალაქეებო

მას შემდეგ, რაც სურვილი გამოვთქვი, მონაწილეობა მიმეღო ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში და კენჭი მეყარა ზუგდიდის მერის თანამდებობაზე, ძალიან ბევრი თქვენგანისაგან იმედიანი და მხარდამჭერი სიტყვები მოვისმინე.

ხშირად მიფიქრია, რა შემიძლია გავაკეთო ჩემი ქალაქისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ და ხშირად, მასშტაბები იმდენად დიდია, რომ მხოლოდ ერთი ადამიანი, მათ გადაჭრას ვერ შეძლებს.

მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, ზუგდიდის მკვიდრს მაწუხებს ყველა ის პრობლემა რაც დასაქმების და პროფესიონალი კადრების ნაკლებობით, სუსტი მენეჯმენტით, გაუმართავი იფრასტრუქტურის და მინიმალური პირობების არ არსებობით არის განპირობებული. სანამ ახალგაზრდა ხარ, ამ ყველაფერს შესაძლოა მარტივად უყურებ, მაგრამ როდესაც ასაკში შედიხარ, მეტს ფიქრობ, მეტს აანალიზებ. ყოველთვის დგება მომენტი, რომ იზრუნო შენს ქალაქზე, შენს ქუჩაზე, შენს ხალხზე, შენს ქვეყანაზე.
გადაწყვეტილება, რომელიც მივიღე, არ მოსულა ერთ დღეში. თქვენი მხრიდან გამოჩენილმა მხარდაჭერამ გადამადგმევინა ეს ნაბიჯი.

მინდა, რომ მეტი გავაკეთო ჩემი ქალაქისთვის, ჩემი ზუგდიდელებისთვის, იმ ამომრჩეველისთვის, რომელიც 21 ოქტომბერს ზუგდიდის მერს აირჩევს. არაერთხელ მითქვამს , რომ მერის თანამდებობა არ არის პოლიტიკური. ნებისმიერი სახელისუფლო პოზიცია მხოლოდ და მხოლოდ ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვას უნდა ემსახურებოდეს. თუკი იქნება ამომრჩევლისაგან ჩემი ზუგდიდის მერად არჩევის ნება, ხალხის არჩეულ ხელისუფლებასთან ერთად და მხარდაჭერით, შევძლებ მეტი ვიშრომო და ვიზრუნო ჩემს მშობლიურ ქალაქზე.

სწორედ ამიტომ, თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში, თავს უფლებას მივცემ კენჭი ვიყარო ზუგდიდის მერის დამოუკიდებელ კანდიდატად. ვერ დაგპირდებით იმას, რის გაკეთებასაც ვერ შევძლებ, თუმცა ნებისმიერი პირობა, რომელიც ჩემი მხრიდან იქნება დადებული, ის აუცილებლად იქნება შესრულებული. მე მოვალ ყველა თქვენგანთან, მოვისმენ, რა გჭირდებათ უკეთესი ცხოვრებისთვის, ჩვენი ახალგაზრდობისთვის, ზუგდიდის მეტად განვითარებისთვის. ვფიქრობ, ერთად ვაქციოთ ოცნებები რეალობად, რეალობად რომელიც ძლიერი მომავალის შექმნის საფუძველი გახდება.

ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ უკეთესი ქალაქი, უკეთესი მომავალი ჩვენი შვილებისთვის. თქვენი მხარდაჭერის იმედად! პატივისცემით, ზვიად სიჭინავა“,- დაწერა ზვიად სიჭინავამ.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

სალომე ზურაბიშვილმა ვლადიმერ ზელენსკის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა

22 აპრილი, 2019 , 14:48

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვლადიმერ ზელენსკის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. „ვულოცავ ვლადიმერ ზელენსკის უკრაინის ახალ პრეზიდენტად არჩევას. უკრაინელ ხალხს ვულოცავ თავისუფალი დ

პანკისის ინციდენტი სამწუხაროდ, წარმოადგენს არა ერთეულ შემთხვევას, არამედ მმართველი პარტიის მიერ არჩეულ სტრატეგიას - „თავისუფალი საქართველო“

22 აპრილი, 2019 , 14:05

თუ ხელისუფლება დასკვნებს არ გააკეთებს მოსალოდნელია პანკისის ინციდენტის გამეორება დედაქალაქში, - ამის შესახებ ნათქვამია პარტია „თავისუფალი საქართველოს“ მიერ პანკისის ინცინდენტთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხ

ივანე მაჭავარიანს 23 აპრილს პარლამენტში მოუსმენენ

22 აპრილი, 2019 , 13:20

ფინანსთა მინისტრ ივანე მაჭავარიანს 23 აპრილს პარლამენტში მოუსმენენ. მაჭავარიანი ხვალ დეპუტატების წინაშე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წარდგება. საკანონმდებლო ორგანოში ფინანსთა მინისტრი „ევროპული საქართველო

კორუფციაში ჩართული საჯარო მოხელეები მოწყვლადები არიან უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიმართ - გრიგოლ ლილუაშვილი

22 აპრილი, 2019 , 13:20

კორუფციაში ჩართული საჯარო მოხელეები მოწყვლადები არიან უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიმართ და ნებისმიერი სპეცსამსახურისთვის წარმოადგენენ პოტენციურ დაკვირვების ობიექტებს, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამ

მამუკა ბახტაძე ვლადიმირ ზელენსკის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

22 აპრილი, 2019 , 10:40

ვლადიმირ ზელენსკის უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. „ვულოცავ ახლად არჩეულ პრეზიდენტს, ვლადიმირ ზელენსკის. საქართველო მხარს უჭერს უკრაინის მშვიდობიან

დავით ზალკალიანი პორტუგალიაში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა

22 აპრილი, 2019 , 10:40

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიზიტით პორტუგალიაში იმყოფება, სადაც დღეს შეხვედრას გამართავს პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრთან აუგუშტუ სანტუშსილვასთან, პორტუგალიურენოვანი სახელმწიფოების თანამე

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019