უკან

სამართალი

11 ოქტომბერი, 2017 17:40
font-size

იბერია ტვ-ს საქმე წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევით განახლდა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია ,,იბერიას’’ სამაუწყებლო ლიცენზიის დათმობის საქმეზე პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევით განახლდა.

დღევანდელ სხდომაზე საქმის პროკურორმა ემზარ გაგნიძემ წერილობითი მტკიცებულები წარადგინა. კერძოდ, პროცესზე საქმის პირველი ტომი გამოიკვლიეს, რომელშიც მოცემულია ,,ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანიების საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაცია, რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება და გადახდის გრაფიკები, ასევე ნოტარიუს ნუნუ გინტურის მიერ დამოწმებული სანოტარო აქტი, რომლითაც მოხდა იბერია ტვ-ის ლიცენზიის დათმობა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულები ადასტურებს, რომ ,,იბერიას“ ლიცენზიის დათმობა იძულებით მოხდა.

,,დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარემ დაიწყო წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა. როგორც მოგეხსენებათ, ბრალდების მხარე ბრალდებულებს - ზურაბ ადეიშვილსა და გიორგი ლაცაბიძეს ედავება, რომ მათ იძულებით დაათმობინეს ტელეკომპანია ,,იბერიას“ წარმომადგენლებს კუთვნილი ლიცენზია. ლიცენზიის იძულებით დათმობა 2004 წლის 7 დეკემბერს მოხდა .

ჩვენ დღეს გამოვიკვლიეთ წერილობითი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდა, რომ ნამდვილად 2007 წლის 7 დეკემბერს არის ლიცენზიის გადაფორმება მომხდარი სანოტარო წესით, თუმცა მას წინ უძღვოდა რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება. სწორედ ეს რესტრუქტურიზაციის საკითხი იყო, რითაც აიძულეს, რომ დაეთმო კუთვნილი ლიცენზია, რადგანაც მანამდე არ შევიდოდა ძალაში რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულება, სანამ არ მოხდებოდა ტელეკომპანიის ლიცენზიის დათმობა.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩვენ გამოვიკვლიეთ რესტრუქტურიზაციის შესახებ ხელშეკრულება, რომელიც დათარიღებულია 2004 წლის 4 დეკემბრით, მართალია, რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე მოხდა ლიცენზიის დათმობა. თუმცა ამ ხელშეკრულებაში პირდაპირ ჩადებული იყო, რომ ის ძალაში არ შევიდოდა, თუკი არ მოხდებოდა იბერია ტვ-ს და შესაბამისად, „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლების მხრიდან 14 კალენდარული დღის ვადაში 9 მილიონი ლარის ჩარიცხვა. სხვა შემთხვევაში ხელშეკრულება ძალაში ვერ შევიდოდა და ისევე როგორც ტელეკომპანია, „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სხვა კომპანიებიც ვერ განაგრძობდნენ საქმიანობას და ზარალიც კიდევ უფრო მეტი იქნებოდა. სწორედ ამიტომ, იძულებულები გახდნენ ტელეკომპანია ,,იბერიას“ მესვეურები, რომ მათ დაეთმოთ კუთვნილი ლიცენზია“, - განაცხადა დღევანდელი პროცესის დასრულების შემდეგ პროკურორმა ემზარ გაგნიძემ.

შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ ტელეკომპანია ,,იბერიის’’ დახურვისა და სამაუწყებლო ლიცენზიის ჩამორთმევის საქმე 2016 წლის თებერვალში გახსნა. უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ყოფილი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი და მისი პირველი მოადგილე გიორგი ლაცაბიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცნენ.

ნინო ექვთიმიშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

1 დეკემბერი, 2025 , 20:20

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას სუს-ი ავრცელებს. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლი

მოსამართლევ, ეს ცრემლი არ არის, ბრაზია და ბოღმა, არ გეგონოთ რომ სუსტი ვარ - ალეკო ელისაშვილი

1 დეკემბერი, 2025 , 16:54

მოსამართლევ, ეს ცრემლი არ არის, ბრაზია და ბოღმა, არ გეგონოთ რომ სუსტი ვარ, - ამის შესახებ ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულმა პოლიტიკოსმა, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდე

ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

1 დეკემბერი, 2025 , 14:20

კოალიცია „ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ცოტა ხნის წინ მიიღო. ალეკო ელ

ალეკო ელისაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს

1 დეკემბერი, 2025 , 10:54

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსის, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლო დღეს იმსჯელებს. სხდომა თბილ

თბილისში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

1 დეკემბერი, 2025 , 10:37

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1999 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი თ.ქ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

პოლიციამ აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავა

1 დეკემბერი, 2025 , 10:33

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით წარსულში ნასამართლ