უკან

კომენტარი

29 ნოემბერი, 2017 15:40
font-size

ყოველდღიურად ინფორმაციის ღიად გაცემით, ჩვენ ცეცხლს ვეთამაშებით - დიმიტრი ხუნდაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, ბერ გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებულ ანტიტერორისტულ ოპერაციასთან დაკავშირებით ყოველდღიურად ინფორმაციის გაცემით, საზოგადოება ცეცხლს ეთამაშება.

როგორც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ხუნდაძემ აღნიშნა, ამ ინფორმაციას ბევრი დაინტერესებული მხარე მოიხმარს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

„ჩემი განცხადების ადრესატები არიან ის პოლიტიკოსები, საზოგადოების წარმომადგენლები და მათ შორის მედიაც, ვინც დეტალების გასაჯაროებას ითხოვს. რა თქმა უნდა, საზოგადოება ინფორმაციას უნდა ფლობდეს, თუმცა არ იმ დოზით, როგორითაც ითხოვენ.

ეს არის განსაკუთრებული შემთხვევა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული.

ვფიქრობ, ამ საკითხზე ყოველდღიურად ინფორმაციის ღიად გაცემით, ჩვენ ცეცხლს ვეთამაშებით. ამ ინფორმაციას მოიხმარს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ ბევრი დაინტერესებული მხარე. თუ რომელიმე პოლიტიკოსს, მაინცდამაინც სურს ცეცხლთან თამაში შეუძლია ეს გააკეთოს საკუთარი და არა ქვეყნის მოსახლეობის უსაფრთხოების ფასად, ქვეყნის უსაფრთხოებას პოლიტიკური დივიდენდებისთვის ნუ გამოიყენებთ. ამ თემაზე შეგვიძლია მხოლოდ დახურულ ფორმატში ვისაუბროთ, გავთავისუფლდეთ ვიწროპარტიული ინტერესებისგან და ვიზრუნოთ სახელმწიფო უსაფრთხოებაზე, რომელიც თითოეული მოქალაქის სიცოცხლეზე გადის!“,-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

მონიკა დავლიანიძე

ელისაშვილმა ბოდიში მოუხადა ოჯახს და ჩვენ პარტიას იმისთვის, რომ მისმა ნაბიჯმა თავის მხრივ დააზარალა, რა თქმა უნდა, პარტიის ინტერესები, რადგან ჩვენთვის არასდროს არ არის პროტესტის ეს ფორმა მისაღები - ირაკლი კუპრაძე

1 დეკემბერი, 2025 , 17:28

ეს არ იყო პროტესტის სწორი ფორმა და თავის მხრივ დააზიანა პარტიის ინტერესებიც და შესაძლოა, პროტესტის ინტერესებიც, - ამის შესახებ კოალიცია “ლელო-ძლიერი საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კუპრაძე ალეკ

კადრები ვნახე და რა ვქნა, ძალიან ჰგავს წინასწარ დადგმულ სპექტაკლს, სადაც ყველას თავისი როლი აქვს - მიხეილ სააკაშვილი

1 დეკემბერი, 2025 , 17:01

კადრები ვნახე და რა ვქნა, ძალიან ჰგავს წინასწარ დადგმულ სპექტაკლს, სადაც ყველას თავისი როლი აქვს. დარწმუნებული ვარ, ხალხი ამას არ „ჭამს“. ისევე როგორც, უკვე აღარ ყლაპავს 4 ოქტომბრის ღობის გადატრიალებას,

პოლონეთში საქართველოდან სამუშაოს მაძიებელთა დიდი რაოდენობა იყო და რეგულაციები იმ ქვეყნებისთვის შემოიღეს, სადაც მოთხოვნა დიდია, ეს მათი პოლიტიკის ნაწილია - შალვა პაპუაშვილი

28 ნოემბერი, 2025 , 18:13

მიგრაციულ რეგულაციებს პოლონეთისთვის ცუდი ეკონომიკური გავლენა ექნება, რადგან იქ მუშახელი ჩადიოდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. „ჩვენც საკმაოდ მკაცრი მიგრაციის პოლიტიკა

ბატონი ფიშერი არის ორმაგი სტანდარტის საუკეთესო მაგალითი, თავისი ქმედებებით ელჩის გარდა ყველაფერი - კახა კალაძე

28 ნოემბერი, 2025 , 12:22

ბატონმა ფიშერმა თავი დაანებოს პოლიტიკურ პროცესებში ჩარევას და მიხედოს თავის საქმეს, ორმაგი სტანდარტის საუკეთესო მაგალითია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კახა კალაძეს დაუსვეს კითხვა საქ

ნიკა მელია ჩემს 2 ნოემბრის პოსტში არც ნახსენებია და არც ნაგულისხმები - მიხეილ სააკაშვილი

25 ნოემბერი, 2025 , 17:18

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას მიერ სასამართლო პროცესზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება და განმარტავს, რომ მის მიერ 2

საჯარო სივრცეში როცა საუბარს იწყებენ, „მე არც „ნაცი“ ვარ და არც „ქოცი“, სჯობს, დაამატონ, „მე ვარ იდიოტი“ - მიხეილ სააკაშვილი

25 ნოემბერი, 2025 , 15:52

საჯარო სივრცეში როცა საუბარს იწყებენ, „მე არც „ნაცი“ ვარ და არც „ქოცი“, სჯობს, დაამატონ, „მე ვარ იდიოტი“, „არც „ნაცი“, არც „ქოცი“, არის ივანიშვილის