უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

4 დეკემბერი, 2017 13:35
font-size

11 თვეში საქართველოს 7 მილიონამდე საერთაშორისო მოგზაური ეწვია

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა საქართველოში ნოემბრის თვეში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორებისა და ტურისტების სტატისტიკური მონაცემები შეაჯამა. გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, 2017 წლის იანვარი-ნოემბრის თვის მონაცემებით საქართველოს 6,954,932 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 1,081,031-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. (ზრდა +18.4%) ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით, 11 თვეში იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში, 3,243,963 შეადგინა, რაც 701,371-ით მეტია 2016 წლის იანვარ- ნოემბრის მაჩვენებელზე (ზრდა +27.6%).

მისივე ინფორმაციით, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ - ნოემბერში გამოირჩნენ გაერთიანებული სამეფო +39.7%, ავსტრია +35.6%, ნიდერლანდები +32.7%, ესპანეთი +30.5%, საფრანგეთი +29.7% და გერმანია +27.4%. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: იორდანია +327.2%, საუდის არაბეთი +165.7%, ქუვეითი +152.4%, ირანი +121.1%, ინდოეთი +66.6%, უზბეკეთი +57.9%, ჩინეთი +53.2%, აშშ +24.2% და სხვა.

2017 წლის იანვარ - ნოემბრის თვეში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+10.9%), სომხეთიდან (+14.9%), რუსეთიდან (+33.4%), თურქეთიდან (-3.2%) და ირანიდან (+121.1%) განხორციელდა.

რაც შეეხება 2017 წლის ნოემბრის თვის სტატისტიკას, ამ თვეში საქართველოს 524,108 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 64,851-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +14.1%).

გიორგი ჩოგოვაძის თქმით, ნოემბრის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 201,056 შეადგინა, რაც 36,044-ით მეტია 2016 წლის ნოემბრის მაჩვენებელზე (ზრდა +21.8%).

2017 წლის ნოემბრის თვეში ყველაზე მეტი ვიზიტი სომხეთიდან (+7.2%), აზერბაიჯანიდან (+11.2%), თურქეთიდან (+6.8%), რუსეთიდან (+35.2%) და ირანიდან (+92.5%) განხორციელდა.

ნოემბერში პოზიტიური ტენდენციაა ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, ნოემბრის თვეში გამოირჩნენ: გაერთიანებული სამეფო +34.5%, საფრანგეთი +18.3%, იტალია +14.8% და სხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან ირანი +92.5% , ისრაელი +42.3%, ბელარუსი +41.5%, ინდოეთი +40.6%, რუსეთი +35.2%, ა შ შ +19.3% და სხვა.

გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, 2017 წლის II კვარტლის მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 658.7 მილიონ დოლარს (ზრდა +27.8%), რაც 143 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2017 წლის I-II კვარტლების ჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 1.1 მილიარდ (1,093,280,615) დოლარს (ზრდა +26%), რაც 225 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში 2017 წლის მეორე კვარტლის მონაცემებით შეადგენს 6.9%-ს. ზრდა წინა წელთან შედარებით +12.2%-ია.

გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, 2017 წლის I-II კვარტლების ჯამური მონაცემებით, ტურიზმის წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.7% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +8.8%.

2017 წლის იანვარი-ოქტომბრის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების მიერ უცხოური საგადასახადო ბარათებით განხორციელებულმა ოპერაციებმა 1,799,989 ათასი ლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით +33.2%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

COVID-19-მა აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის ქვეყნებში ხილ-ბოსტნეულის მიწოდების ჯაჭვი დააზიანა - EBRD-ი და FAO

29 მაისი, 2020 , 16:08

ხილ-ბოსტნეულის მიწოდება ფერმიდან მომხმარებლის მაგიდამდე უაღრესად გართულდა COVID-19-ის პანდემიის, მოძრაობაზე შეზღუდვების, ტრანსპორტირების ხარჯების ზრდისა და დახურული ბაზრების გამო, - ამის შესახებ FAO-ს მიერ გავრცელებ

აპრილში ეკონომიკა 16.6 პროცენტით შემცირდა -საქსტატი

29 მაისი, 2020 , 12:07

წინასწარი შეფასებით, 2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 16.6 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი -3.6 პროცენტია. 20

მშენებლობის და დეველოპმენტის გადაცემის ეფექტი არის უაღრესად დიდი - ეს არ ნიშნავს მხოლოდ კომპანიების დახმარებას, ეს ნიშნავს, ჩვენი მოქალაქეების დახმარებას - გიორგი გახარია

28 მაისი, 2020 , 18:24

მშენებლობა და დეველოპმენტი, კრიზისამდე, პანდემიამდე შეადგენდა ჩვენი შიდა პროდუქტის 9 პროცენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენის

დეველოპერული სექტორის ანტიკრიზისული გეგმა მაქსიმალურად მოიცავს ყველა სოციალურ ჯგუფს და ხელს უწყობს, რომ სექტორში შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები - გიორგი გახარია

28 მაისი, 2020 , 13:42

საკმაოდ მოკლე დროში ეფექტურად ვიმუშავეთ და მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის წარდგენისას განაცხადა. მთავრო

100 მილიონი დოლარის სესხი საქართველოში კოვიდ-19-ით დაზარალებულ ჯანდაცვასა და ეკონომიკას მოხმარდება - აზიის განვითარების ბანკი

28 მაისი, 2020 , 11:43

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 100 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა საქართველოს მთავრობის დასახმარებლად ახალი კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიის გავრცელების შეჩერების, ბიზნესზე უარყოფითი ზემოქმედების შერბილე

კონტრციკლური ბუფერი 0 პროცენტზე რჩება

27 მაისი, 2020 , 12:38

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერი უცვლელად, 0 პროცენტზე დატოვა. აღნიშნული ბუფერის მოთხოვნა წლის ბოლომდე უცვლელად შენარჩუნდება. ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებ