ხვალ მთაწმინდის პარკის ამფითეატრში კომპანია “სინგულარ ჯგუფის” ახალი ქართული ინოვაციური მობილური სერვისის - notify.ge - პრეზენტაცია გაიმართება.
სერვისი ითვალისწინებს მობილური ტელეფონიდან მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) საშუალებით სოციალურ ქსელ facebook.com-ზე სტატუსების ქართულ ენაზე განახლებას. მისი გამოყენება მომხმარებლისთვის უფასო იქნება.
ღონისძიების ბოლოს გაიმართება ასევე სინგულარ ჯგუფის მიერ შექმნილი პროდუქტის - tweet.ge-ს წამახალისებელი კონკურსის (contest.singular.ge) გამარჯვებულის დაჯილდოვების ცერემონიალი. კონკურსში მონაწილეობდნენ ქართველი ბლოგერები, გამარჯვებულს გადაეცემა ლეპტოპი.
ასევე მოხდება tweet.ge-ს პლატფორმაზე დამატებული სიახლეებისა და ახალი ფუნქციების მომხმარებლისთვის გაცნობა.
ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

