
აშშ-ს პოლიციამ დააკავა ცოლ-ქმარი, რომლებიც General Motors-ში ჩინური ავტომწარმოებლების სასარგებლოდ ჯაშუშობდნენ.
კერძოდ, General Motors-ის ყოფილი თანამშრომლები შანშან დუ და იუ კინი ჩინელებისთვის ჰიბრიდული ავტომობილის შესახებ, საიდუმლო ინფორმაციის გადაცემას ცდილობდნენ. მათ 2005 წელს უკანონოდ მოიპოვეს საიდუმლო დოკუმენტაცია, დაარსეს კომპანია Millennium Technology International, Inc. და ამ ინფორმაციის მიყიდვა ჩინურ Chery Automobile-სთვის სცადეს. მოგვიანებით, როდესაც საქმით პოლიცია დაინტერესდა, ცოლ-ქმარმა დოკუმენტაციის განადგურება სცადეს.
მათ მიერ მოპოვებული ინფორმაცია 40 მილიონ დოლარად შეფასდა. მათ კომერციული საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებისთვის და თაღლითობისთვის 30 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.