ჩინეთის მთავრობამ მოიწონა ადგილობრივი კომპანიის Geely მიერ Volvo-ს შეძენა და შესაბამისად, Volvo ჩინური მარკა ოფიციალურად გახდა. ეს გადაწყვეტილება შვედეთის მთავრობამ მიმდინარე წლის ივლისში მოიწონა.
2009 წლის დეკემბერში კონცერნმა Ford ოფიციალურად განაცხადა, რომ ის Volvo-ს მიყიდვას ჩინური Geely-სთვის აპირებდა. თუმცა, მხარეებს შორის შესაბამისი ხელშეკრულება 2010 წლის მარტში გაფორმდა. ჩინურმა მხარემ Ford-ს Volvo-ში 1,8 მილიარდი დოლარი გადაუხადა, რაც 4,6 მილიარდი დოლარით ნაკლებია იმაზე, რა თანხაც Ford-ს 1999 წელს Volvo-ს შეძენა დაუჯდა.
მარკა Volvo წამგებიანი 2006 წლიდანაა. 2009 წელს მისმა ზარალმა 1,4 მილიარდი დოლარი შეადგინა.