X6-ის მოდელის წარმატებამ, რომლის გაყიდვების მაჩვენებელმა დაგეგმილს გადააჭარბა, ბმვ-ს მენეჯერებს პროექტ X4-ის განხორციელებისკენ უბიძგა. ეს პროექტი, გარკვეული მიზეზების გამო, დახურული იყო.
სავარუდოდ, ახალი მოდელი გარეგნულად X6-ის მსგავსი იქნება. თუმცა, ის საბარგულს კარს BMW Х5-ისგან “ისესხებს”. სალონში ოთხი ცალკეული სავარძელი განთავსდება, რაც მანქანის კლასს ხაზს გაუსვამს.
მოდელი BMW X3-ის ახალი თაობის პლატფორმას მიიღებს, რომლის პრეზენტაცია პარიზის ავტოსალონზე შედგება. წინასწარი ინფორმაციით, X4 2,0 ლიტრაჟის, 181 ცხენისძალიან ტურბოდიზელის აგრეგატს მიიღებს, რომელიც 0-იდან 60კმ/სთ-მდე 8 წამში აჩქარდება. ასევე, ავტომანქანა 3,0 ლიტრაჟის, 6-ცილინდრიან ბენზინის ძრავასაც მიიღებს, რომელიც 60კმ/სთ-ს 5 წამში განავითარებს.
გავრცელებული ინფორმაციით, X4-ის სერიული წარმოება 2012 წელს დაიწყება.