სოხუმის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პრემიერ-მინისტრის სერგეი შამბას განცხადებით, აფხაზეთი მზადაა რუსეთის იმ რაიონებიდან, რომლებიც ხანძრის შედეგად დაზარალდნენ, 1000 ბავშვი მიიღოს.
“ჩვენ მზად ვართ, უახლოეს დღეებში ათასი ბავშვი მივიღოთ და ისინი აფხაზეთის კურორტებზე და სანატორიუმებში განვათავსოთ. ჩვენ ბავშვებს კომფორტულ და კარგ დასვენებას ვპირდებით”, - განაცხადა შამბამ.