უკან

პოლიტიკა

16 მაისი, 2018 14:55
font-size

გამსხვილდეს მაჟორიტარული ოლქები და გადავიდეთ სამმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე - „ევროპული საქართველო“ ახალი ინიციატივით გამოდის

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე ინიციატივით გამოვიდა. ახალი შემოთავაზება ითვალისწინებს მაჟორიტარული ოლქების გამსხვილებასა და სამმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე გადასვლას.

ბაქრაძის განმარტებით, არსებული საარჩევნო სისტემა ხალხის განწყობას არ ასახავს. ვითარების შესაცვლელად ბაქრაძემ შესთავაზა მაჟორიტარული მანდატების 1/3-ის მიცემას პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის, 1/3-ის - ოპოზიციისთვის, ხოლო დანარჩენი მესამედის განაწილებას შეთანხმებული ფორმულის მიხედვით.

„ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირების დროს უარი განაცხადა 2020 წლის არჩევნებისთვის საარჩევნო სისტემის შეცვლაზე და დარჩა სისტემა, რომელიც თავისი შინაარსით არის სრულიად უსამართლო. დღევანდელ სისტემაში პირველ ადგილზე გასულ პარტიას მიაქვს ყველა მაჟორიტარის ხმა. სწორედ ამის შედეგია მაგალითად ის, რომ 2016 წელს საპარლამენტო არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ხმების 48%, მაგრამ პარლამენტში აქვს მანდატების 78%.

არსებული სისტემა ხალხის განწყობას ვერ ასახავს. ჩვენ გამოვდივართ შემდეგი ცვლილების ინიციატივით - გამსხვილდეს მაჟორიტარული ოლქები და გადავიდეთ ერთმანდატიანის ნაცვლად, სამმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებზე. ეს ნიშნავს, რომ პირველ ადგილზე გასულ პარტიას ექნება მაჟორიტარული მანდატების 1/3, მაჟორიტარული მანდატების 1/3-ს ავტომატურად წაიღებს ოპოზიცია და მეორე ადგილზე გასული პარტია, ხოლო დარჩენილი 1/3 გადანაწილდება შეთანხმებული ფორმულის მიხედვით“, -თქვა ბარქაძემ და განმარტა, რომ შეთავაზებული სისტემით „ერთი პარტიის მხრიდან არ მოხდება ყველა მანდატის ჯიბეში ჩადება“.

დეპუტატის თქმით, ეს ინიციატივა არ საჭიროებს საკონსტიტუციო ცვლილებას, არამედ უნდა შევიდეს საარჩევნო კოდექსში. ბაქრაძემ თქვა, რომ ამ ინიციატივის გასატარებლად მმართველი გუნდის პოლიტიკური ნებაა საჭირო.

საქართველომ უნდა გააძლიეროს თავისი პოზიცია კავკასიაში - სალომე ზურაბიშვილი

16 დეკემბერი, 2018 , 16:57

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ თუ რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო თანამეგობრობის სრულფასოვან წევრად ყოფნა სურს, მაშინ მოსკოვმა უნდა დაამტკიცოს, რომ სიტყვიერადაც და ფაქტობრივადაც აღიარებს საერთაშო

სახელმწიფოს განვითარების გზა გადის გაძლიერებულ და გაცოცხლებულ რეგიონებზე - სალომე ზურაბიშვილი

16 დეკემბერი, 2018 , 16:41

ჩემი მიზანია, ყველაფერი გავაკეთო იმისათვის, რომ ჩვენი სახელმწიფოს განვითარება, მისი ევროპული მომავალი გახდეს შეუქცევადი და ვერაფერმა ვერ შეაფერხოს ჩვენი მთავარი მიზნის მიღწევა, - – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენ

თელავში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება

16 დეკემბერი, 2018 , 10:13

თელავში, ერეკლე მეორის სასახლეში დღეს საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება. ინაუგურაციის ცერემონია ოფიციალურად 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთი გაგრძელდება. დღესვე სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს ლიეტუვის სეიმის სპიკერი ვიქტორას პრანკიეტისი ეწვია

15 დეკემბერი, 2018 , 17:40

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაზე დასასწრებად მაღალი რანგის სტუმრებმა ჩამოსვლა დაიწყეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ საქართველოს ეწვია ლიეტუვის სეიმის სპიკერი ვიქტორას პრანკი

თელავის პარალელურად ოპოზიციის აქციების იქნება ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში - ზაალ უდუმაშვილი

15 დეკემბერი, 2018 , 16:40

„ნციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიციის მთავარი აქცია ხვალ თელავში გაიმართება, მსვლელობა კი თბილისიდან დაიწყება. მისივე ინფორმაციით, თელავის აქციის პარალელურად დემ

ქეთევან ციხელაშვილმა ბერლინში ვიზიტისას გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მდგომარეობაზე ისაუბრა

15 დეკემბერი, 2018 , 16:00

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ბერლინში სამუშაო ვიზიტით ყოფნისას ბუნდესტაგის დეპუტატებთან, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და გერმანიის საგარ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`