პოლიტიკა


პარლამენტმა 14 კანდიდატი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დაამტკიცა
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს 14 მოსამართლე დაამტკიცა.
პარლამენტმა მხარი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შემდეგ კანდიდატებს დაუჭირა: მერაბ გაბინაშვილი - 86 ხმა, მირანდა ერემაძე - 83 ხმა, მამუკა ვასაძე - 88 ხმა, მაია ვაჩაძე - 90 ხმა, თამარ ზამბახიძე - 89 ხმა, შალვა თადუმაძე - 89 ხმა, ვლადიმერ კაკაბაძე - 86 ხმა, ლევან მიქაბერიძე - 89 ხმა, გიორგი მიქაუტაძე - 85 ხმა, ნუგზარ სხირტლაძე - 90 ხმა, ლალი ფაფიაშვილი - 88 ხმა, ნინო ქადაგიძე - 85 ხმა, ქეთევან ცინცაძე - 85 ხმა, ალექსანდრე წულაძე - 87 ხმა.
პრლამენტმა ჩააგდო შემდეგი კანდიდატები: თამარ ალანია - 0 ხმა, გოჩა ჯეირანაშვილი - 2 ხმა, ლაშა ქოჩიაშვილი - 2 ხმა, შოთა გეწაძე - 2 ხმა , პაატა სილაგაძე - 0 ხმა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის დასამტკიცებლად საჭირო იყო 76 დეპუტატის მხარდაჭერა.
სხდომას არ დასწრებია არცერთი ოპოზიციონერი დეპუტატი. კენჭისყრამ ასევე ჩაიარა დამოუკიდებელი დეპუტატების გარეშე. უმრავლესობის წევრების გარდა, სხდომაზე მხოლოდ ერთი დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია იმყოფებოდა.
პლატფორმა აგროვებს ყველა ამ ადამიანის მონაცემს და გააკეთებს ყველაფერს, რომ უკანონო გადაწყვეტილებების გამცემ და შემსრულებელ პირებს ჩვენი მოკავშირეების მხრიდან დაუწესდეთ სანქციები -„წინააღმდეგობის პლატფორმა“
29 აპრილი, 2025 , 19:09

ჩვენ ყველაზე მომზადებული ვიქნებით და ღირსეულად, ჩვენი ტრადიციებით, კულტურით და კეთილდღეობით, ჩვენი იდენტობით ევროკავშირის წევრი ქვეყანა გავხდებით - ლევან მაჭავარიანი
29 აპრილი, 2025 , 17:14
მივმართავ თეა წულუკიანს: მესმის, რომ თქვენ დამარცხდით მურუსიძესთან, ახლა გაქვთ შანსი არ დამარცხდეთ მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთ სისხლიან ჯალათ „ხარებასთან“ - ლევან გოგიჩაიშვილი
29 აპრილი, 2025 , 16:19
„ქართულმა ოცნებამ“ რუსეთის დავალებით გადაწყვიტა მოეწყო მორიგი ტერორის დღე - სალომე სამადაშვილი
29 აპრილი, 2025 , 15:04

მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
29 აპრილი, 2025 , 14:37
2007 წლის 21 აგვისტოს მირეკავენ, რომ მწერალთა კავშირის შენობა გატეხეს, შენობაში როცა მივედი, გალაკტიონის სურათი ეგდო კიბეზე და ღვთისმშობელის ხატი, ფეხებით გადადიოდნენ - მაყვალა გონაშვილი
29 აპრილი, 2025 , 12:06