საზოგადოება
მოსახლეობას ე.წ. საპენსიო გადასახადი უნდა დაუბრუნდეს, რაც ერთ მოქალაქეზე საშუალოდ 600 ლარამდეა - გიგა ბოკერია
„ევროპული საქართველო“ ხელისუფლებას მოუწოდებს, მოსახლეობის დასახმარებლად კონკრეტული ნაბიჯები გადადგას. კერძოდ, პარტია მოსახლეობისთვის საპენსიო ფონდში აკუმულირებული ფულის გადაცემის ინიციატივით გამოდის.
გიგა ბოკერიას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება ამ თანხით მოსახლეობის დახმარებას გადაწყვეტს, მოქალაქეებს 483.6 მილიონი ლარი დაუბრუნდებათ, ხოლო მეწარმეებს - 166 მილიონი ლარი.
„მომდევნო თვეების განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, დასაქმებულების და დამსაქმებლების, საშუალო კლასის - ყველა ადამიანის მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდება და ამ დროს მხოლოდ ზოგადი მოწოდება, რომ ხალხს უნდა დავეხმაროთ, არ არის საკმარისი.
ამიტომ ჩვენ, „ევროპული საქართველო“ გამოვდივართ კონკრეტული შეთავაზებით, ფულის კონკრეტული წყაროთი, საიდან უნდა მოხდეს მოქალაქეებისთვის დახმარების გაწევა თუნდაც მცირედით, მაგრამ სწრაფად. ეს არის ის ფული, რომელიც ეკუთვნის ყველა დამსაქმებელსა და დასაქმებულს, ჩვენი ფული. ის ფული, რომელიც ამ 1 წლის განმავლობაში აკრეფილია ე.წ. საპენსიო გადასახადით. ეს ფული ახლა დევს და იდეაში, ის იყო სიბერისთვის, „შავი დღისთვის“ გადადებული ფული. ახლა არის ეს “შავი დღე“ და ახლა სჭირდება ამ ხალხს ეს ფული. ამ ყველაფრის შედეგად, მოქალაქეებს დაუბრუნდებათ 480 მილიონ ლარზე მეტი და მეწარმეებს - 170 მილიონ ლარამდე. ერთ მოქალაქეს საშუალოდ 600 ლარამდე დაუბრუნდება , ხოლო თითოეულ დამსაქმებელს ყოველ დასაქმებულზე - საშუალოდ 223 ლარი,“ - განაცხადა ბოკერიამ.
საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის - STEM ოლიმპიადის საინფორმაციო ონლაინ შეხვედრა გაიმართება
18 ნოემბერი, 2025 , 15:57
მობილბანკში იგებ – საქართველოს ბანკის გათამაშების მეორე ეტაპის გამარჯვებულები გამოვლიდნენ
18 ნოემბერი, 2025 , 15:28
საქართველოს ნაკრები დღეს შეხვედრას ბულგარეთთან გამართავს- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი
18 ნოემბერი, 2025 , 13:58
მოვუწოდებთ მომხმარებელს, არ შეიძინოს რძე არაორგანიზებული ვაჭრობის ადგილებში, სადაც არ არის დაცული სურსათის მიკვლევადობა - სურსათის ეროვნული სააგენტო
18 ნოემბერი, 2025 , 12:02
ისწავლე AI-ს საფუძვლები საქართველოს ბანკის დაფინანსებით - საქართველოს ბანკი განათლების მთავარი მხარდამჭერია
18 ნოემბერი, 2025 , 11:47
ExpoGeorgia-ს ორგანიზებითა და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით თბილისის წიგნის დღეები 2025 გაიმართა
17 ნოემბერი, 2025 , 18:24

