უახლესი ამბები
- 16.09.2024 16:02ჩვენ 2008 წლის აგვისტოში კი არ დავმარცხდით, დავმარცხდით 2024 წლის 14 სექტემბერს თავისი დამანგრეველი შედეგებით - გია ხუხაშვილი
- 16.09.2024 15:51გიორგი გახარიასთან მე პიროვნული ამბავი არ მაქვს, მე ერთადერთი ამოცანა მაქვს, რომ რუსული კლანჭებისგან დავიხსნათ ჩვენი ქვეყანა, ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით გავიყვანოთ პოლიტიკური მმართველი პოზიციის ავანსცენიდან - მამუკა ხაზარაძე
- 16.09.2024 15:21გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
- 16.09.2024 15:06ივანიშვილს ბოდიში აქვს მოსახდელი - სანდრო რაქვიაშვილი
- 16.09.2024 13:03ამ ქვეყანას არანაირ ვერსიაში არ დაგითმობთ, სულ რომ თავზე ხელის აღება დაგვჭირდეს - გივი თარგამაძე
- 16.09.2024 12:49ერთი პატარა ნაბიჯი გადაიდგა ამ გზაზე და რა დღეში ხართ, რა მდგომარეობაში ჩავარდით და დარწმუნებული ვარ, როდესაც უფრო კონკრეტული გახდება ეს საუბარი, შეიძლება ტანკი ითხოვოთ თქვენი პატრონებისგან და დაუპირისპირდეთ ქვეყნის მოსახლეობას და ქვეყანას - კახა კალაძე
არქივი
საზოგადოება
ვაშლოვანში, არწივის კანიონზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილთან ერთად, ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე, არწივის კანიონზე შესრულებული ეკოტურისტული სამუშაოები დაათვალიერა. ინფორმაციას ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) ერთობლივი პროექტის ფარგლებში, არწივის ხეობაში დამატებითი ეკოტურისტული სივრცე შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და გადასასვლელი ხიდებით მოეწყო.
„1 კილომეტრამდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკი კანიონის სიღრმეს მიუყვება, საიდანაც რამდენიმე ჩანჩქერის მონახულებაა შესაძლებელი. არწივის კანიონის ახალ საფეხმავლო ბილიკზე, სუბტროპიკულ გარემოში მოგზაურობა ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით შთამბეჭდავია.
არწივის კანიონი ულამაზესი ლანდშაფტებით გამორჩეული ბუნების ძეგლია, რომელიც ფრინველებზე დაკვირვების მოყვარულებს განსაკუთრებულ სანახაობას სთავაზობს. აქ ბუდობს მტაცებელ ფრინველთა მრავალი სახეობა, მათ შორის ორბი, სვავი, ფასკუნჯი. ხეობის კლდოვანი ფერდობებიდან შესაძლებელია ორბების ბუდეებისა და იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი მცენარეების ნახვა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე სხვაგან არსად გვხვდება,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.