Justice
    2026-07-27 | 15:21

    ძალოვანი სტრუქტურის ყოფილმა თანამშრომელმა, გეკა გელაძისა და ცოტნე ივანიშვილის სახელის გამოყენებით, ორი ბრალდებულის ოჯახის წევრებისგან მოტყუებით ჯამში 11 300 ლარი აიღო, დაკავებულია ერთი პირი - სუს-ი  

    ძალოვანი სტრუქტურის ყოფილმა თანამშრომელმა, გეკა გელაძისა და ცოტნე ივანიშვილის სახელის გამოყენებით, ორი ბრალდებულის ოჯახის წევრებისგან მოტყუებით ჯამში 11 300 ლარი აიღო, დაკავებულია ერთი პირი - სუს-ი  

    საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე, ბრალდებულის სახით ერთი პირი დააკავეს, – ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

    მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთი ძალოვანი სტრუქტურის ყოფილმა თანამშრომელმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის გეკა გელაძისა და „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის შვილის, ცოტნე ივანიშვილის სახელის გამოყენებით, ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ორი ბრალდებული პირის ოჯახის წევრებისგან, საპატიმრო დაწესებულებიდან მათი გათავისუფლებისა და შემდგომში საპროცესო შეთანხმების გაფორმების დაპირების სანაცვლოდ, მოტყუებით სხვადასხვა დროს ჯამში 11 300 ლარი აიღო.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია სუს-ის ინფორმაციაში.