ე.წ. მეორადი ჩარიცხვების მონაწილეობის მსურველთათვის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის ვადა დღეს იწურება
ე.წ. მეორადი ჩარიცხვების მონაწილეობის მსურველთათვის საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის ვადა იწურება. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციაშია აღნიშნული.
ცენტრის განმარტებით, პროგრამების არჩევის გარეშე აბიტურიენტი მეორადი ჩარიცხვის პროცესში ვერ მიიღებს მონაწილეობას.
„შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს შეახსენებს, რომ დღეს, 18 სექტემბერს, 18:00 საათზე საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის ვადა იწურება. მათ ამ დრომდე შეუძლიათ, აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამა. პროგრამების არჩევის გარეშე აბიტურიენტი მეორადი ჩარიცხვის პროცესში ვერ მიიღებს მონაწილეობას.
აბიტურიენტი პროგრამების ასარჩევად უნდა ეწვიოს სარეგისტრაციო პორტალს www.online.naec.ge, აირჩიოს ბანერი – „ერთიანი ეროვნული გამოცდები – მეორადი ჩარიცხვა“, გაიაროს ავტორიზაცია პირადი ნომრითა და უკვე არსებული პაროლით, შემდეგ კი აირჩიოს სასურველი საგანმანათლებლო პროგრამები.
შეგახსენებთ, რომ მეორად ჩარიცხვაში მონაწილეობის უფლება აქვს აბიტურიენტს, რომელმაც 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახა, თუმცა ჩარიცხვის უფლება ვერ მოიპოვა; 2026 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე თითოეული საგნისთვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა, თუმცა დაძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარი“, – ნათქვამია ინფორმაციაში.