Politics
    2026-09-18 | 15:59

    საბავშვო ბაღებში ბავშვების ინტოქსიკაცია „ქართული ოცნების“ სრულიად უპასუხისმგებლო, გულგრილი, კორუფციითა და უცოდინარობით სავსე პოლიტიკის შედეგია - ანი ქავთარაძე

    საბავშვო ბაღებში ბავშვების ინტოქსიკაცია „ქართული ოცნების“ სრულიად უპასუხისმგებლო, გულგრილი, კორუფციითა და უცოდინარობით სავსე პოლიტიკის შედეგია - ანი ქავთარაძე

    საბავშვო ბაღებში ბავშვების ინტოქსიკაცია „ქართული ოცნების“ სრულიად უპასუხისმგებლო, გულგრილი, კორუფციითა და უცოდინარობით სავსე პოლიტიკის შედეგია, რომელსაც ის წლების განმავლობაში ატარებდა და ატარებს, - ამის შესახებ განაცხადა

    პოლიტიკურ გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრმა ანი ქავთარაძემ.

    „ეს მხოლოდ პოლიტიკური საკითხი არ არის, ჩემთვის, როგორც ექიმისთვის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და ბავშვების უსაფრთხოების საკითხია. ამ ეტაპზე საბოლოო მიზეზი ცნობილი არ არის, მაგრამ ერთი რამ უკვე ცხადია- როდესაც საქმე ბავშვების კვებას ეხება, სისტემაში შეცდომის ფასი შეიძლება ძალიან მაღალი იყოს. აქ ჩნდება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კითხვა-კონტროლისა და შესაძლო კორუფციის საკითხი. წარსული მაგალითები გვაძლევს შესაძლებლობას ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული ფაქტი ისევე, როგორც არაერთი, შედეგია „ქართული ოცნების“ სრულიად უპასუხისმგებლო, გულგრილი, კორუფციითა და უცოდინარობით სავსე პოლიტიკის, რომელსაც ის წლების განმავლობაში ატარებდა და ატარებს. პოლიტიკის, რომლისთვისაც ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე, განურჩევლად ასაკისა, აბსოლუტურად არაღირებულია. პოლიტიკის, რომლის შედეგადაც მთელი საქართველოს მასშტაბით არაერთი წლის მანძილზე საქართველოს ბაღებსა და სკოლებში ბავშვები ფეკალიებით დაბინძურებულ წყალს მოიხმარენ. პოლიტიკის, რომლის შედეგადაც გაურკვეველი წარმოშობის ცხენის ხორცით კვებავენ ამ ქვეყნის მომავალს. აქვე, შევახსენებთ ბაღების სააგენტოს უფროსს გვანცელაძეს, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ატკატს“ იღებდა, სწორედ ბავშვებისთვის განკუთვნილი კვებიდან და ამ სქემაში სხვა თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ. გვანცელაძე ქვეყნიდან გაიქცა, ხოლო მის ხელმძღვანელ კალაძეს, არც ამ კონკრეტულ ფაქტზე აუღია პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ამ ყველაფრის პარალელურად, „ოცნების“ შვილები კერძო ბაღებში დადიან“,-განაცხადა ანი ქავთარაძემ.