რომელი პათოგენი აღმოაჩინეს ბავშვებში და კონკრეტულად როდის და რა გზით მოხდა მათი ინფიცირება - პედიატრი
პედიატრი ინგა მამუჩაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
“ბავშვებში განვითარებული ღებინებისა და დიარეის მიზეზად ნოროვირუსი დასახელდა. დიახ, ნოროვირუსს შეუძლია ძალიან ბევრი ადამიანის ერთდროულად დაავადება,განსაკუთრებით საერთო დაბინძურებული საკვების ან წყლის შემთხვევაში.
მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური დეტალია: ნოროვირუსის ინკუბაციური პერიოდი ჩვეულებრივ 12-48 საათია. შესაბამისად, თუ ბავშვს ღებინება კონკრეტული კვებიდან ძალიან მალე, რამდენიმე საათში დაეწყო, სწორედ იმ საკვებით ნოროვირუსით ინფიცირება ამ სიმპტომებს ასე სწრაფად ვერ გამოიწვევდა.
თუმცა ეს არ გამორიცხავს ნოროვირუსს. ბავშვები შესაძლოა ინფიცირებული იყვნენ წინა დღეს ან უფრო ადრე საერთო წყაროდან, ხოლო დაავადების გამოვლენა მოგვიანებით, დაახლოებით ერთ პერიოდში დაწყებულიყო.
ამიტომ მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან გავმიჯნოთ ორი საკითხი: რომელი პათოგენი აღმოაჩინეს ბავშვებში და კონკრეტულად როდის და რა გზით მოხდა მათი ინფიცირება.
ამ კითხვაზე პასუხს საბოლოო ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული კვლევა მოგვცემს!“