Politics
    2026-09-24 | 18:26

    რუსეთი, აფხაზეთისა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებები საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო გარანტიების მიღებას მოითხოვენ

    რუსეთი, აფხაზეთისა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებები საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო გარანტიების მიღებას მოითხოვენ

    რუსეთი, აფხაზეთისა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებები საქართველოსგან ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო გარანტიების მიღებას მოითხოვენ.

    ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, მიხაილ გალუზინის, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ოლეგ ბარციცისა და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელ კონსტანტინ კოჩიევის შეხვედრის შემდეგ გავრცელდა.

    განცხადების თანახმად, მხარეები მიიჩნევენ, რომ არსებული ვითარების მოგვარება შეუძლებელია მანამ, სანამ თბილისი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართ ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო გარანტიებს არ შეიმუშავებს.

    განცახდების თანახმად, მხარეებმა ასევე ისაუბრეს "საქართველოსა და აფხაზეთს, ასევე საქართველოსა და ცხინვალის რეგიონს შორის საზღვრების დელიმიტაციისა და შემდგომი დემარკაციის საკითხებზე".

    „ხაზი გაესვა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მყარი უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრიორიტეტულ ხასიათს. მოსკოვის, სოხუმისა და ცხინვალის დარწმუნებით, ამ მთავარი ამოცანის გადაწყვეტა შეუძლებელია თბილისის მიერ ორი ახალგაზრდა რესპუბლიკის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის იურიდიულად სავალდებულო გარანტიების შემუშავების, ასევე, საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და შემდგომი დემარკაციის გარეშე“, - ნათქვამია განცხადებაში.