Society
2026-09-28 | 15:12
პირველ ოქტომბრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი ინტენსივობის
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 28 სექტემბრის დღის ბოლოდან 1-ელი ოქტომბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთის უმეტეს, ხოლო აღმოსავლეთის მთიან და მაღალმთიან რაიონებში ზოგან ძლიერი ინტენსივობის.
„შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება და ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
Related Articles
2026-10-27 | 11:09
Public Defender of Georgia Meets with Israeli Ambassador to Georgia2026-10-27 | 09:15
Announcement for October 272026-10-27 | 09:07
Daily Calendar – October 27