Economy
2026-09-30 | 11:34
აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 6.3 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 6.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 7.6 პროცენტით განისაზღვრა.
საქსტატის ცნობით, 2026 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ისეთმა დარგებმა, როგორიცაა დამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები, ვაჭრობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ხოლო კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში.
Related Articles
2026-11-06 | 13:42
The National Bank Purchased an Additional $500 Million Worth of Gold