Politics
    2026-09-30 | 16:13

    როგორიც არ უნდა იყოს ივანიშვილის მცდელობა, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია ხვალ მაინც ჩატარდება - ანა წითლიძე

    როგორიც არ უნდა იყოს ივანიშვილის მცდელობა, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია ხვალ მაინც ჩატარდება - ანა წითლიძე

    ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა, როგორც გვინდა, სადაც გვინდა იქ შევიკრიბოთ. როგორიც არ უნდა იყოს ივანიშვილის მცდელობა, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქცია ხვალ მაინც ჩატარდება,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა წითლიძემ განაცხადა.

    „1-ელ ოქტომბერს შესრულდება 5 წელი, რაც მიხეილ სააკაშვილი არის რუსების ტყვეობაში. 14 წელი შესრულდება, რაც რუსული მმართველობა დამყარდა ქვეყანაში. 14 წელი ნგრევის, რომელიც ივანიშვილმა მოუტანა ქართულ სახელმწიფოს.

    ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა, როგორც გვინდა, სადაც გვინდა იქ შევიკრიბოთ. ხვალ ჩვენ აქციაზე ვიქნებით, იქნებიან საქართველოს მოქალაქეები მიუხედავად განსხვავებული პოლიტიკური პოზიციებისა. ყველამ უნდა გაიგოს: როდესაც შენ ეგუები სააკაშვილის პატიმრობას, რომელმაც პირველმა აღმართა ევროკავშირის დროშა ამ ქვეყანაში და გააკეთა ყველაზე მეტი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, ეს ნიშნავს რომ ეგუები რუსულ ოკუპაციას და უარს ამბობ ერთიანი და ძლიერი საქართველოს იდეაზე.

    როგორიც არ უნდა იყოს ივანიშვილის მცდელობა, იმიტომ რომ ცალკე აღებული შსს არ არსებობს, ხელი შეუშალოს აქციას, ეს აქცია მაინც ჩატარდება”,- აღნიშნა წითლიძემ.

    ინფორმაციისთვისს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ხვალ, 17:00 საათზე, პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქციას გამართავს.