საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშების გამარჯვებულები გამოვლინდნენ
საქართველოს ბანკის მობილბანკის გათამაშება დასრულდა და 150 000-ლარიანი საპრიზო ფონდის სამი მთავარი გამარჯვებული გამოვლინდა.
გათამაშების ფარგლებში პირველი ადგილის მფლობელმა 80 000 ლარი, მეორე ადგილზე გასულმა მომხმარებელმა – 50 000 ლარი, ხოლო მესამე ადგილის მფლობელმა – 20 000 ლარი მიიღო.
გარდა მთავარი ფულადი პრიზებისა, კამპანიის განმავლობაში მობილბანკის მომხმარებლებს სხვადასხვა დამატებითი საჩუქრის, მათ შორის ფულადი პრიზებისა და PLUS ქულების მიღების შესაძლებლობაც ჰქონდათ.
“ჯერ კიდევ ემოციებით დატვირთული ვარ. ძალიან მინდოდა იტალიაში მოგზაურობა და თანხის რაღაც ნაწილს ოჯახთან ერთად მოგზაურობისათვის გამოვიყენებ. სკეპტიკურად ვუყურებდი ამგვარ გათამაშებებს, რადგან მიმაჩნდა, რომ შანსი მიზერული იყო, თუმცა ფაქტი ჯიუტია და თავად აღმოვჩნდი ყველაზე იღბლიანი”, - აღნიშნავს მობილბანკის გათამაშების გამარჯვებული, დავით კორძახია.
გათამაშებაში მონაწილეობა მობილბანკის მომხმარებლებს ყოველდღიური საბანკო ოპერაციების შესრულებით შეეძლოთ. კამპანიის პერიოდში მომხმარებლები ბილეთებს მობილბანკში გადახდების, გადარიცხვებისა და სხვა ოპერაციების შესრულებით აგროვებდნენ.
საქართველოს ბანკის მობილბანკით სარგებლობისთვის ეწვიეთ ბმულს.