Justice
    2026-10-13 | 18:20

    4 ოქტომბრის მოვლენებზე მსჯავრდებულებს მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძის, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება ორი კვირის ვადაში გაუფორმდებათ

    4 ოქტომბრის მოვლენებზე მსჯავრდებულებს მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძის, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება ორი კვირის ვადაში გაუფორმდებათ

    4 ოქტომბრის მოვლენებზე მსჯავრდებულების მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძის, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო, რის შემდეგაც მათ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდებათ

    4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულების მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძის, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საქმე ძირითად საქმეს გამოეყო.

    სწორედ გამოყოფილ საქმეზე გაუფორმდებათ მსჯავრდებულებს საპროცესო შეთანხმება.

    არსებული ინფორმაციით, საპროცესო შეთანხმების დამტკიცების შემთხვევაში, მათ რეალური სასჯელი 1 წლისა და 1 თვის ვადით, ხოლო 2 წელი პირობითი მსჯავრი შეეფარდებათ.

    საპროცესო შეთანხმების მიხედვით მსჯავრდებულები პენიტენციურ დაწესებულებას 5 ნოემბერს დატოვებენ.

    თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, მურთაზ ზოდელავას და ლაშა ბერიძეს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

    გური ჟვანიას სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით ჰქონდა წარდგენილი ბრალი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

    რაც შეეხება ირაკლი ჩხვირკიას, მას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ჰქონდა ბრალდება წარდგენილი, რაც გულისხმობს სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას, ჩადენილს ჯგუფურად. მას ასევე ბრალი წარდგენილი ჰქონდა სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით.

    ირაკლი ჩხვირკიას და გური ჟვანიას 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

    Related Articles