Justice
    2026-10-19 | 16:58

    ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

    ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

    ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

    უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და შეინახა დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“, საიდანაც ნაწილის რეალიზაცია განახორციელა, ხოლო ნაწილი დააფასოვა და მის სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსებას ცდილობდა.

    „აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებები შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამოიღეს.

    ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექს 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა არაერთგზის), 260 ტერცია მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაცია იმის მიერ, ვინც ნასამართლევია ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის), 260-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა, არაერთგზის), 260 კვარტა მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა იმის მიერ, ვინც ნასამართლევია ნარკოტიკული დანაშაულის თავით გათვალისწინებული რომელიმე განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის) წარედგინა.

    ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 17 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.