Politics
    2026-10-20 | 15:17

    ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე: „კუტოკებად“ იქნებიან დაყოფილი თუ ძველი ლიდერის გარშემო შემოიკრიბებიან, საქართველოს ისტორიაში მათი პოლიტიკური ყავლი უკვე გასულია

    ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციაზე: „კუტოკებად“ იქნებიან დაყოფილი თუ ძველი ლიდერის გარშემო შემოიკრიბებიან, საქართველოს ისტორიაში მათი პოლიტიკური ყავლი უკვე გასულია

    ოპოზიცია მძიმე მდგომარეობაშია. ეს ისეთი შემთხვევაა, როდესაც ოპოზიციის ჯამი ერთად რომც შეაერთო, მათ სასურველ შედეგს მაინც ვერ მისცემს, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

    „„კუტოკებად“ იქნებიან დაყოფილი თუ ძველი ლიდერის გარშემო შემოიკრიბებიან, საქართველოს ისტორიაში მათი პოლიტიკური ყავლი უკვე გასულია. ამას მათივე ინტერესებიდან გამომდინარე ჩატარებული კვლევებიც აჩვენებს, რადგან ერთი-ორი პროცენტის გარშემოა სხვადასხვა პარტიების რეიტინგი. ეს არის სტატისტიკური ცდომილება. ანუ, ფაქტობრივად, შეიძლება, არჩევნებზე ხუთპროცენტიანი ბარიერის გადალახვა „ნაციონალურ მოძრაობასაც“ გაჭივრებოდა. მათი შიდა დაპირისპირება აღარ არის საინტერესო. ქართველმა ამომრჩეველმა არჩევანი 2024 წელს გააკეთა, მათ შორის ამ პარტიების სასარგებლოდ. ეს პარტიები როგორც მოექცნენ ქართველ ამომრჩეველს, შედეგიც ისეთი აქვთ. რა თქმა უნდა, ახლა საქმე ერთმანეთში უნდა არჩიონ. აბა, ქართველ ამომრჩეველთან შეხება უკვე აღარ აქვთ. ალბათ სააკაშვილთან გაერთიანება რამოდენიმე მიზეზის გამო არ უნდათ. ნდობა ერთმანეთის აღარ აქვთ. მათ იციან, რომ, პირობითად, სააკაშვილს ძალაუფლება რომ ჩაუვარდეს ხელში, მისი პირველი პოლიტიკური მსხვერპლი ისინი იქნებიან, იმიტომ, რომ ის მათ ჩამოყალიბებულად მოღალატეებად თვლის. ეს საკუთარი გამოცდილებით იციან, რადგან 2003 წელს, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ სააკაშვილი სწორედ თავისი გუნდის წევრებს დაუპირისპირდა და გარშემო ვიწრო ძალაუფლების ქვეშ არსებული ადამიანები დაიტოვა. ალბათ იმასაც ხედავენ, რომ სააკაშვილის ფიგურა გამარჯვების ფორმულა აღარ არის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.