Society
2026-10-21 | 17:38
მიმდინარე წლის ბოლოს ჩვენ ვაპირებთ ბუნებრივი აირის და წყალმომარაგების ტარიფების გადახედვას - დავით ნარმანია
მიმდინარე წლის ბოლოს ჩვენ ვაპირებთ ბუნებრივი აირის და წყალმომარაგების ტარიფების გადახედვას , - ამის შესახებ სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა.
რაც შეეხება ელექტროენერგიის ტარიფს, ნარმანიას თქმით, დენის საფასურის გადახედვა წლის ბოლოსთვის არ იგეგმება, რადგან მისი ახალი ტარიფი მარეგულირებელმა კომისიამ რამდენიმე თვის წინ უკვე დაადგინა.
"მარეგულირებელ კომისიას ამ წლის ბოლოს არ უწევს ელექტროენერგიის ტარიფების გადახედვა, ჩვენ რამდენიმე თვის წინ დავადგინეთ ელექტროენერგიის ახალი ტარიფები, რომელიც საშუალოვადიან პერიოდში იმოქმედებს. მიმდინარე წლის ბოლოს ჩვენ ვაპირებთ ბუნებრივი აირის და წყალმომარაგების ტარიფების გადახედვას, ვინაიდან მათი მოქმედების ვადა სწორედ დეკემბრის ბოლოს იწურება", - განაცხადა ნარმანიამ “ბიემჯისთან” საუბარში.
Related Articles
2026-10-21 | 09:36
Daily Calendar – October 21