Society
2026-10-27 | 14:07
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა 2 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი
საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სასკოლო ფორმის შეძენა 2 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი. ინფორმაციას ამის შესახებ შპს საგანმანათლებლო რესურსები ავრცელებს.
მათივე ცნობით, სასკოლო ფორმის შეძენა როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ ელექტრონული პლატფორმის მეშვეობით, formebi.emis.ge-ზე იქნება შესაძლებელი.
ამასთან, საგანმანათლებლო რესურსები სასკოლო ფორმების რეალიზაციის პუნქტების მისამართების სრული ჩამონათვალს აქვეყნებს.
მთელი ქვეყნის მასშტაბით რეალიზაციის 83 პუნქტი ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე იმუშავებს.
Related Articles
2026-10-27 | 11:09
Public Defender of Georgia Meets with Israeli Ambassador to Georgia2026-10-27 | 09:15
Announcement for October 272026-10-27 | 09:07
Daily Calendar – October 27