Justice
    2026-10-28 | 12:38

    4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

    4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ

    4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.

    მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება მოსამართლე მზია ლომთათიძემ დაამტკიცა.

    მისი გადაწყვეტილებით, ოთხივე მათგანი წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ იქნა ცნობილი. დღევანდელ სხდომაზე ყველა მათგანმა ბრალდება აღიარა.

    „ვაცნობიერებ სამართლებრივ შედეგებს, ზეწოლას ადგილი არ ჰქონია",- განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.

    საპროცესო შეთანხმების თანახმად, მათ 3 წლითა და 1 თვის ვადით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც რეალური სასჯელის სახით 1 წელსა და 1 თვეს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდიან, ხოლო 2 წელი ჩაეთვლებათ პირობითად.

    მსჯავრდებულები ირაკლი ბერიძე და მურთაზ ზოდელავა პენიტენციურ დაწესებულებას 4 ნოემბერს დატოვებენ, ხოლო ირაკლი ჩხვირკია 6 ნოემბერს, გური ჟვანია კი 16 ნოემბერს დატოვებს ციხეს.