social media
2026-10-28 | 12:50
ყველა აქციაზე დაპირისპირებას შევუქმნი და ყველა აქციიდან გავყრი სააკაშვილის იმ 30 ბანდერლოგს, რომელიც აქციის მესიჯის დისციპლინას თვითმარქვია ბელადის ბანერებით დაარღვევს - თამარ ჩერგოლეიშვილი
პარტია „ფედერალისტების“ ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ყველა აქციაზე დაპირისპირებას შევუქმნი და ყველა აქციიდან გავყრი სააკაშვილის იმ 30 ბანდერლოგს, რომელიც აქციის მესიჯის დისციპლინას თვითმარქვია ბელადის ბანერებით დაარღვევს. ეს ასე იქნება, რამდენიც არ უნდა იჭინთოთ (უფრო მეტი, შემდეგ აქციაზე კიდევ უფრო ორგანიზებულად დაგხვდებით და უფრო ორგანიზებულად გავწმენდთ თქვენგან აქციის პერიმეტრს, რომ გზავნილი ვერ დაამახინჯოთ და გააყალბოთ)“.