Commentary
    2026-10-30 | 13:51

    ბიძინა ივანიშვილი 2008 წლამდე ეხმარებოდა სახელმწიფოს,  ჯარის, პოლიციის რესურსების გაძლიერებაში, საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენციის საქმეში ჰქონდა თავისი წვლილი, ის ემსახურებდა სახელმწიფოს განმტკიცების საქმეს, თუმცა ეს ყველაფერი ვერ დააფასა მაშინდელმა ხელისუფლებამ - ირაკლი კობახიძე

    ბიძინა ივანიშვილი 2008 წლამდე ეხმარებოდა სახელმწიფოს,  ჯარის, პოლიციის რესურსების გაძლიერებაში, საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენციის საქმეში ჰქონდა თავისი წვლილი, ის ემსახურებდა სახელმწიფოს განმტკიცების საქმეს, თუმცა ეს ყველაფერი ვერ დააფასა მაშინდელმა ხელისუფლებამ - ირაკლი კობახიძე

    ბიძინა ივანიშვილი 2008 წლამდე ეხმარებოდა სახელმწიფოს,  ჯარის, პოლიციის რესურსების გაძლიერებაში, საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენციის საქმეში ჰქონდა თავისი წვლილი, ის ემსახურებდა სახელმწიფოს განმტკიცების საქმეს, თუმცა ეს ყველაფერი ვერ დააფასა მაშინდელმა ხელისუფლებამ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ნიკა გვარამიას განცხადების საპასუხოდ განუცხადა.

    მთავრობის მეთაურის თქმით, მაშინდელმა ხელისუფლებამ შემდეგ ტოტალურად გააყალბა არჩევნები, დაიწყო ომი, რის შემდეგაც ბიძინა ივანიშვილს მოუწია დისტანცირება იმ პროცესებისგან, რომლებიც უკავშირდებოდა ხელისუფლებას.

    „ბატონი ბიძინა ივანიშვილი არა მხოლოდ სხვა ტიპის საქველმოქმედო პროექტებს ახორციელებდა, არამედ საჯარო მსახურების ხელფასებსაც კი ასუბსიდირებდა. ასეთ ფონზე ასეთი სამარცხვინო იაფფასიანი განცხადებების კომენტირებას საერთოდ არ მგონია აზრი ჰქონდეს. ბატონი ბიძინა ივანიშვილი 2008 წლამდე ეხმარებოდა სახელმწიფოს,  ჯარის რესურსების გაძლიერებაში, პოლიციის რესურსების გაძლიერებაში, საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენციის საქმეში ჰქონდა თავისი წვლილი, ის ემსახურებდა სახელმწიფოს განმტკიცების საქმეს, თუმცა ეს ყველაფერი ვერ დააფასა მაშინდელმა ხელისუფლებამ. შემდეგ გააყალბეს ტოტალურად არჩევნები, შემდეგ დაიწყო ომი, უმრავი სხვა პროცესი განვითარდა 2008 წლიდან მოყოლებული, რის შემდეგაც მთლიანად მოუწია ბატონ ბიძინა ივანიშვილს დისტანცირება იმ პროცესებისგან, რომლებიც უკავშირდებოდა ხელისუფლებას. მანამდე ბატონი ბიძინა ივანიშვილი იყო პირდაპირ ჩართული სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცებაში, ეს ეხებოდა განსაკუთრებით, ჯარს, პოლიციას, საჯარო სამსახურს და მან ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ მიმართულებით ინსტიტუტების განმტკიცებაში, რაც ვერ დააფასეს იმ ადამიანებმა, რომლებიც კორუფციით იყვნენ დაკავებული“, - განაცხადა პრემიერმა.

    მთავრობის მეთაურის თქმით, როდესაც ჯარს არ ჰქონდა ტანსაცმელი, ბიძინა ივანიშვილი ზრუნავდა ჯარისკაცებისთვის ტანსაცმლის და  უნიფორმების შეძენაზე, რაც „ნაცმოძრაობის“ დახმარება არ არის.

    „ჯარს ტანსაცმელი რომ არ ჰქონდა და ბიძინა ივანიშვილი ზრუნავდა ჯარისკაცებისთვის ტანსაცმლის შეძენაზე და უნიფორმების შეძენაზე, ეს არ არის „ნაცმოძრაობის“ დახმარება, ან როდესაც საჯარო სამსახურში იყო გამოწვევები კორუფციის კუთხით, როდესაც დანამატებს უხდიდა საჯარო მოსამსახურეებს, ეს არ მგონია იყოს ნაცმოძრაობის დახმარება,  ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების განმტკიცება“, - განაცხადა პრემიერმა.