Economy
    2026-11-03 | 11:35

    ოქტომბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 5.9 პროცენტი შეადგინა - საქსტატი

    ოქტომბერში საქართველოში წლიურმა ინფლაციამ 5.9 პროცენტი შეადგინა - საქსტატი

    სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის ოქტომბერში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში — 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.9 პროცენტი შეადგინა.

    რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, საქსტატის ცნობით, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2026 წლის ოქტომბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 4.0 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 3.9 პროცენტით განისაზღვრა.

    „ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.6 პროცენტით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.43 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც ტანსაცმლის (12.0 პროცენტი), ისე ფეხსაცმლის (8.2 პროცენტი) ჯგუფებზე;

    ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.6 პროცენტით, რაც თვის ინფლაციაზე 0.34 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციასა (4.2 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (1.4 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია სატრანსპორტო მომსახურებაზე (-2.4 პროცენტი);

    საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები მომატებულია 0.6 პროცენტით, რაც 0.07 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, გაზრდილია ქვეჯგუფებზე: ფაქტობრივი გადასახადი საცხოვრებელზე (1.3 პროცენტი), საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (0.8 პროცენტი), ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (0.2 პროცენტი)“, — აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში.