Politics
2026-11-03 | 19:30
ევროკავშირის მიმართ ძალიან მაღალია ნდობა, მაგრამ ევროპული კომისიის მიმართ ნდობა დაბალია, ქართულ საზოგადოებას მაღალი ნდობა აქვს „ქართული ოცნების“ მიმართ - ირაკლი კობახიძე
ევროკავშირის მიმართ ძალიან მაღალია ნდობა, მაგრამ ევროპული კომისიის მიმართ ნდობა დაბალია,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიუსელში, „ევრონიუსის“ მიერ ორგანიზებულ ევროკავშირის გაფართოების სამიტში მონაწილეობისას განაცხადა.
„ევროკავშირის მიმართ ძალიან მაღალია ნდობა, მაგრამ ევროპული კომისიის მიმართ ნდობა დაბალია. ქართულ საზოგადოებას მაღალი ნდობა აქვს „ქართული ოცნების“ მიმართ. ქართველი ხალხის 51% მივიდა საარჩევნო უბნებზე და ჩვენ მოგვცა ხმა. ეს გარემოებები მოწმობს, რომ ქართული საზოგადოება ერთგულია ევროპული ინტეგრაციისადმი. ევროპული კომისიისადმი ნდობა არის დაბალი და ისინი ენდობიან „ქართულ ოცნებას“. ბოლო არჩევნებში ჩვენ ხმა ამომრჩეველთა 54%-მა მოგვცა“, - განაცხადა პრემიერ