Society
2026-11-03 | 20:01
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, ერთ სამოძრაო ზოლში სამი თვით გადაადგილება შეიზღუდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კოსმონავტების სანაპიროს 13ა-ს მიმდებარედ მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები იწყება.
„დაგეგმილი სამუშაოების გამო, 5 ნოემბრის 00:00 საათიდან სამი თვის განმავლობაში, გზის სავალი ნაწილის ერთ სამოძრაო ზოლში გადაადგილება შეიზღუდება.
თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტის გამო“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
Related Articles
2026-11-03 | 09:03
Announcement - November 3