Society
2026-11-04 | 15:25
5 ნოემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე შტორმი
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს:
5 ნოემბერს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, დასავლეთ საქართველოში ზოგან ძლიერი ინტენსივობით. შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე და მათ შენაკადებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება და წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრული და ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ ტერიტორიებზე ცალკეული მონაკვეთების დატბორვა გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).
Related Articles
2026-11-04 | 10:24
Daily Calendar – November 42026-11-03 | 09:03
Announcement - November 3