Society
2026-11-05 | 12:47
მწუხარებას გამოვთქვამ ყველასათვის საყვარელი ქართველი კომპოზიტორისა და მომღერლის ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალების გამო - ირაკლი კობახიძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქართველი კომპოზიტორისა და მომღერლის ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
როგორც პრემიერ-მინისტრის სამძიმარშია აღნიშნული, ნუნუ დუღაშვილმა წარუშლელი კვალი დატოვა თანამედროვე ქართულ მუსიკალურ ხელოვნებაში.
„მწუხარებას გამოვთქვამ ყველასათვის საყვარელი ქართველი კომპოზიტორისა და მომღერლის ნუნუ დუღაშვილის გარდაცვალების გამო. ნუნუ დუღაშვილმა წარუშლელი კვალი დატოვა თანამედროვე ქართულ მუსიკალურ ხელოვნებაში. მისი შემოქმედება გამორჩეულია ქართული სულითა და ხასიათით, რაც ყოველთვის დიდ სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებდა ქართული საზოგადოების მხრიდან. თანავუგრძნობ ნუნუ დუღაშვილის ოჯახსა და ახლობლებს, ვუსამძიმრებ ქართულ საზოგადოებას“, - აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის სამძიმარში.
Related Articles
2026-11-05 | 09:49
Announcement – November 52026-11-05 | 09:36
Daily Calendar – November 52026-11-04 | 10:24
Daily Calendar – November 4