Justice
    2026-11-06 | 14:29

    ბათუმელმა მედროშემ ზურაბ ჭავჭანიძემ პენიტენციური დაწესებულება დატოვა

    ბათუმელმა მედროშემ ზურაბ ჭავჭანიძემ პენიტენციური დაწესებულება დატოვა

    4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, ბათუმელმა მედროშემ ზურაბ ჭავჭანიძემ პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

    ის პატიმრობიდან საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა.

    საპროცესო შეთანხმების თანახმად, მას ერთი წელი და ერთი თვე რეალური სასჯელი და ორი წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა.

    ჭავჭანიძეს თბილისი საქალაქო სასამართლომ 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ხოლო საპროცესო შეთანხმება მხარეებმა სააპელაციო სასამართლოში გააფორმეს.

    ცნობისთვის, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, აღნიშნულ ეპიზოდზე ზურაბ ჭავჭანიძეს, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.