Justice
    2026-11-12 | 14:54

    მომღერალი სოფო ბათილაშვილი „ოლე ოლას“ სიმღერის „ფეისბუკზე“ გამოქვეყნების გამო 3000 ლარით დააჯარიმეს

    მომღერალი სოფო ბათილაშვილი „ოლე ოლას“ სიმღერის „ფეისბუკზე“ გამოქვეყნების გამო 3000 ლარით დააჯარიმეს

    მომღერალი სოფო ბათილაშვილი „ოლე ოლას“ სიმღერის „ფეისბუკზე“ გამოქვეყნების გამო 3000 ლარით დააჯარიმეს . გადაწყვეტილება დღეს, 12 ნოემბერს, მოსამართლე კობა ჩაგუნავამ გამოაცხადა.

    შსს-ს წარმომადგენელთა პოზიციით, სიმღერა „ოლა ოლა“, როგორც უწმაწური სიტყვების შემცველი ნაწარმოები, შეურაცხმყოფელია როგორც ფართო საზოგადოებისთვის, ისე კონკრეტულად „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისთვის. შსს-მ სასამართლოს მოქალაქეთა მიმართვები წარუდგინა, სადაც მათი თქმით, ამ სიმღერის გამო მომხდარ უთანხმოებებზეა შეტყობინებები გაკეთებული.

    “ის ფაქტი, რომ მომღერალს, მუსიკოსს სიმღერის გამო ასამართლებენ, ალბათ კიდევ ახალი რაღაც დაწინაურებაა მათ რეჟიმშიც კი, სადაც ადამიანებს უკვე გვაქვს სიმღერები, რომლებიც შეგიძლია, რომ იმღერო და რომლებიც არ შეგიძლია, რომ იმღერო. მოგვაწოდონ სრული სია თუ შეიძლება, რომ დიდი წარმატებით დავხიოთ ეს სია ყვეკლა მუსიკოსმა“, – თქვა სოფო ბათილაშვილმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ.

    ცნობილი საპროტესტო სიმღერა „ოლა ოლა“-ს ინტერპრეტირებული ვერსია მომღერალმა 8 ოქტომბერს განათავსა სოციალურ ქსელში, სამართალდარღვევის ოქმი კი ამ პოსტზე 21 ოქტომბერს შეადგინა შსს- სიძულვილთან ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომელმა თამარ რეზესიძემ.