Justice
2026-11-13 | 15:20
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა, 300 000 დირჰემის ჯარიმა და დეპორტაცია მიესაჯათ, ამის შესახებ ინფორმაციას Croco.ge ავრცელებს.
ხოლო მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილს, ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალის გავრცელებისთვის 50-50 ათასი დირჰემის (13615$) ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრეს.
ქართველების ჯარიმებს ორგანიზაცია RAF-ი დაფარავს.
შეგახსენებთ, ინციდენტი RAF-ის ღონისძიებაზე იმ დროს მოხდა, როდესაც დვალიშვილს უმარ ნურმაგომედოვი და მისი გარემოცვა ინტერვიუს დროს თავს დაესხა. მერაბი 14 ნოემბერს მარლონ მორაესს უნდა დაუპირისპირდეს.
Related Articles